x
ფსიქიკური აშლილობის ტიპები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

რას იგრძნობდით, თქვენთვის ან თქვენი საყვარელი ადამიანისთვის, ფსიქიკური მოშლილობის დიაგნოზი რომ დაესვათ?საბედნიეროდ, ასეთი დაავადებების უმრავლესობა განკურნებადია.ამ დაავადებების შესახებ მეტი ინფორმაცია დაგეხმარებათ მასთან გამკლავებაში.მიმოვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


პარანოიაimage


პარანოიას რამოდენიმე ფორმა გააჩნია: ექსპანსიური პარანოია, სენსიტიური და სურვილების პარანოია.

ექსპანსიური პარანოია აერთიანებს ისეთი სახის პარანოიალურ ბოდვის ფორმებს, რომლებსაც ახასიათებს ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისთვის.ესაა; მომჩივნელობის, გამომგონებლობის, სამართლიანობის მაძიებლობის ბოდვები.


სენსიტიური პარანოია განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრიში გადაზრდით.ცხოვრებისეული იმედგაცრუების მოჭარბება იწვევს დევნის პარანოიალურ იდეების განვითარებას.


სურვილების პარანოიის დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ვინმე პიროვნებას უყვარს და ყველაპერში ხედავს ამ პიროვნების გრძნობის გამოხატვას.


პარკინსონის დაავადებაimage



თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ვითარდება მოხუცებში და ხასიათდება ტრემორით, მეტყველების გაძნელებით და კოორდინაციის დარღვევით.


შიზოფრენიაimage


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება.იგი ქრონიკული, პროგრედიუნტული ხასიათისაა.მიმდინარეობს ფსიქოზური რეგისტრის სსინდრომების დომინანტით და უმეტეს შემთხვევაში იწვევს პიროვნების დეფექტს.


დეპრესიაimage


ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს.ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა.დეპრესია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, თუმცა პაციენტების 80% სრულად იკურნება.ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი ისე დააუძლუროს, რომ მან დაკარგოს ინტერესი ყველაფერი იმის მიმართ, რაც აინტერესებდა და მოსწონდა.დეპრესიის მკურნალობა მოიცავს, როგორც ფსიქოთერაპიას, ასევე მედიკამენტურ მკურნალობას.



0
971
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
971
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0