x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"აბა, რა ჩემი ფეხების საქმე აქვს პრეზიდენტს" - გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილზე

image


პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება: "აბა რა ჩემი ფეხების საქმე აქვს პრეზიდენტს. ხო! დამავიწყდა - მარტო ცენზურის კანონი უნდა შემოიღოს, რომ მერე მოშიმშილეთა ხმა საერთოდ ვერ გაიგო" - წერს უგულავა. შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა, სადაც საკუთარი პოზიცია, მან ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა, და განმარტა რომ მას მსგავსი საკითხები არ ეხება: "პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს. ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.






0
448
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
448