x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
საქართველოში 3 თვეში 415 889 ვიდეო-ჯარიმა გამოიწერა - ლიდერი ქვეყანა დარღვევების თვალსაზრისით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ქვეყნის მასშტაბით 16 301 060 ლარის ოდენობის 415 889 ვიდეო-ჯარიმა გამოიწერა.


image

ვიდეო ჯარიმების რაოდენობით პირველ ადგილზე - თბილისი, მეორეზე - კახეთი, მესამეზე ადგილზე კი - აჭარა.



დედაქალაქში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერებმა იანვარში, თებერვალსა და მარტში 279 875 საჯარიმო ფაქტი დააფიქსირეს, რაც ჯამში 10 258 120 ლარს შეადგენს.



ყველაზე მეტი - 40 192 ვიდეო-ჯარიმა თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ფიქსირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული ჯარიმების ადრესატებმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ქალაქის ამ მონაკვეთში საგზაო მონიშვნის წესები დაარღვიეს.



თბილისის შემდეგ ვიდეო-ჯარიმების რაოდენობით ლიდერობს იმერეთი. აქ, 2019 წლის პირველ კვარტალში 37 268 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა, რამაც თანხობრივად 1 507 450 ლარი შეადგინა.



მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ვიდეოჯარიმების ყველაზე მცირე რაოდენობით გურია გამოირჩევა. აღსანიშნია, რომ გურიის მასშტაბით ვიდეოჯარიმები მხოლოდ ოზურგეთში დაფიქსირდა. სულ 2 772, საიდანაც ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 147 400 ლარია.



გთავაზობთ ვიდეო ჯარიმებისა და მათგან ბიუჯეტში გადასახდელი თანხის რაოდენობას რეგიონების მიხედით.



2019 წლის I კვარტალი:


აჭარა - 34 564 ვიდეო ჯარიმა - 1 276 750 ლარი.

ოზურგეთი - 2 772 ვიდეო ჯარიმა - 147 400 ლარი.

თბილისი - 279, 875 ვიდეო ჯარიმა - 10 258 120 ლარი.

იმერეთი - 37 268 ვიდეო ჯარიმა - 1 507 450 ლარი.

კახეთი - 7 591 ვიდეო ჯარიმა - 398 390 ლარი.

მცხეთა-მთიანეთი - 4 551 ვიდეო ჯარიმა - 258 000 ლარი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13 316 ვიდეო ჯარიმა - 686 500 ლარი.

სამცხე ჯავახეთი - 8 357 ვიდეო ჯარიმა - 430 650 ლარი.

ქვემო ქართლი - 17 486 ვიდეო ჯარიმა - 1 028, 250 ლარი.





0
283
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0