x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანებს იხვნისკარტები გადაარჩენენ!

image


დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 425 მლნ. ადამიანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ანუ ყოველი მეთექვსმეტე დედამიწაზე და უმრავლესობას II ტიპის დიაბეტი აქვს. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დიაბეტი აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ჯერ-ჯერობით არ იციან.

როგორც ექსპერტები ამბობენ, განვითარებად ქვეყნებში, ყოველ 15 წელში, დაავადებულთა რიცხვი ორმაგდება და ამის გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია.

პროგნოზის თანახმად, 2040 წლისთვის, შაქრიანი დიაბეტით, დაახლოებით, 642 მლნ. ადამიანი იქნება დაავადებული (ყოველი მე-10), მათ შორის 540 ათასი ბავშვი, 14 წლამდე.

ადელაიდის უნივერსიტეტის (University of Adelaide, ავსტრალია) მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ იხვნისკარტას წყალობით, შესაძლებელი იქნება დიბეტის სამკურნალო წამლის შექმნა. მათ უკვე შეძლეს წამლის სინთეთიკური ვერსიის სინთეზირება, რომელიც ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას ახდენს. მისი ეფექტური მოქმედება ლაბორატორიული კვლევებითაა დადასტურებული.

Xinhua News–ის ცნობით, წამლის საწარმოებლად მხოლოდ მამრი იხვნისკარტების გამოყენება შეიძლება. მათ დეზები აქვთ, რომელიც ბარძაყის ჯირკვლის სადენზეა მიერთებული. აღნიშნულ ჯირკვალში შხამის გამომუშავება ხდება, რომელსაც იხვნისკარტა, გამრავლების სეზონზე, კონკურენტებთან ბრძოლისას იყენებს. სწორედ ეს არის სისხლში ინსულინის სტაბილურ დონეზე შენარჩუნების ჰორმონი და კვლევის ობიექტი.imageimage

imageადამიანს და იხვნისკარტას ერთნაირი GLP-1 გენი აქვს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ, სისხლში შაქრის დონის შემცირებაზეა პასუხისმგებელი.

ამჟამად, იხვნისკარტასგან წარმოებული GLP-1-ს ეფექტი შესწავლა ხდება. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, როგორი იქნება შხამის საფუძველზე დამზადებული წამალი, რომელზეც მეცნიერები მუშაობენ და იქნება თუ არა ის, დღეს უკვე არსებუ წამლებზე ეფექტური.

«ეს პირველი ნაბიჯია იხვნისკარტას GLP-1-ის კლინიკური მნიშვნელობის შემოწმების გზაზე. ჩვენ ვთვლით, რომ ამ პროექტს ადამიანის ჯანმრთელობისთვიის უდიდესი მნიშვნელობა და კომერციული პოტენციალი აქვს. ის მსოფლიო დონის კვლევის მაგალითია, რომელიც აქ, სამხრეთ ავსტრალიაში ტარდება», – განაცხადა პროექტის დამფინანსებელი – Medvet Science-ის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ იოჰანსენმა.

imageimageimageimageimageimageimage








0
478
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0