x
ვერ დავიცავით ჩვენი სიყვარული

image
ცას აწვდენილი გორებით გარშემორტყმული სოფელი, რომელსაც ამშვენებს პატარა მდინარე. წვიმის დროს კალაპოტს ტოვებს და ტბორავს ირგვლივ ყველაფერს, ხმაურით იკლებს არემარეს ბობოქრობს და რაც კი შეეწინაღმდეგება გაიყოლებს თან. მზიან ამინდში კი უკვე გულნაჯერები მიედინება. შემოდგომაზე კი სულ სხვაა სოფელი, ათას ფერად არის მორთული, ზოგ ხეებს უკვე გასცვენია ფოთლები და ზამთრის მოლოდინშია, ზოგს კიდევ ურჩად შერჩენა სამოსი. ფოთლებს არამც და არამც არ სურთ მოსწყდეს და დაეშვას მიწაზე, მერე ხომ არ იცის საით მოისროლებს უცებ მოვარდნილი ქარი. ამ პატარა სოფელში ცხოვრობს გოგო და ბიჭი. მათ ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ვერ გაუმხელიათ. სულ თექვსმეტი ჩვიდმეთი წლის აირინ. სურთ სკოლის დასრულების შემდეგ ქალაქში წავიდნენ და ერთად ისწავლონ, ზურა მოხდენილი ბიჭია, მაგრამ დაბადებიდან კოჭლია, მიუხედავად ამისა, სოფლის ბევრი გოგონა ეტრფოდა ზურას. მაკას მშობლები უკრძალავენ მასთან სიახლოვეს, მაკას სილამაზეზე ლექსებს წერენ მისი ტოლა ბიჭები, ახლოს რომ ვერ ბედავენ მისვლას, უგზავნიან მეგობრის ხელით, ლამაზ თვალება გოგო არის მაკა, წაბლის ფერი გრძელი თმა, კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. იგი ზურას გარდა ვერავის ამჩევს, ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება ფრთხილად იყვნენ და მალულად ნახონ ერთმანეთი, მხოლოდ მაკას მეგობარმა ნატომ, იცის ზურას და მაკას სიყვარულის ამბავი. ღამით მაკა გაიპარა სახლიდან დედას უთხრა რომ ნატოს წიგნი უნდა გამოართვას, დედაც დასთანხმდა, ქუჩის კუთხეში ზურა ელოდა, მაკას დანახვაზე ზურა შუა გზაზე დადგა, გული გამალებით უცემდა, ხელები გაშალა და მაკას მიახოლებას დაელოდა, მაკას ძალიან სურდა ჩახუტებოდა მას, მაგრამ რაღაც აკავებდა, ახლოს მივიდა ზურასთა და გაჩერდა, ზურამ გაშლილი ხელები ძირს დაუშვა, თავი დახარა და ქვემოდან გახედა მაკას გულ დაწყვეტილი. -ნუთუ ერთხელ მაინც არ უნდა ჩამეხუტო? სულ ასე რატომ მტოვებ იმედ გაცრუებილს მაკა? მაკა თვალებში შესცქეროდა ზურას და პასუხს არ აძლევდა, გვერდი აუარა და წავიდა ნატოს სახლისაკენ, ზურა დაემორჩილა ბედს და ისიც გაჰყვა გვერდით მაკას. ზურა ცდილობდა ხელი მაინც მოეკიდებინა მაკასთვის ხელზე, მაგრამ მაკამ ესეც არ დაანება. -მოდი აქ დავსხდეთ მაკა, აქ ვისაუბროთ არ გვიდა ნატოსთან სახლში შესვლა. -კარგი ზურა, მაგრამ მე უნდა მივიდე ნატოსთამ, რადგან დედამ იცის წიგნის გამო გამოვედი და წიგნი უნდა გამოვართვა ნატოს. ცაზე უზარმაზარი მთვარე ამოგორებულიყო და ვარსკვლავებით მოჭედილიყო, თითქოს, ვარსკვლავები დასცქეროდა მაკას და ზურას, ოდნავ ნიავი ჰქოროდა, ნომებრის თვე იყო.დასხდნენ ნატოს ჭიშკართან გრძელ სკამზე და ორივემ ერთდროულად მაღლა ზეცისკენ დაიწყეს ცქერა. თითქოს ორივეს ერთიდა იგივე ფიქრი ჰქონდათ, თითქოს ორივე ერთ რაღაცას შესთხოვდა უფალს, უცებ ვარსკვლავი ჩამოვარდა და ერთხმად წამოიძახეს ნახე ვარსკვლავი ჩამოვარდა. -რა სურვილი ჩაიფიქრე მაკა? -რომ გითხრა არ ასრულდება, ამიტომ არ გეტყვი. ღიმილანრევი სახით გახედა მაკამ ზურას. -კარგი, მაშვინ მე გეტყვი რა ჩავიფქირე. -არ თქვა თორემ არ არსრულდება, ასე გამიგონია. -ჩემი სურვილი და ოცნებები ყველა შენსკენ არის მომართული ჩემო, შენ თუ არ იქნები ამ ოცნებებში არც მე მინდა სურვილები ჩემო. -ხო მაგრამ იქნებ გაქვს ისეთი სურვილი რისი გამხელაც არ გსურს? -არა ჩემო, ყველა სურვილი ჩემი შენია, რადგან ჩემი გზა მხოლოდ შენამდე მოდის.ამ ოცნებებში ხშირად დავდივარ ხალხმრავალ ადგილას შენთან ერთად ჩემო, ხელი- ხელ ჩაკიდებული და ბედნიერი ღიმილებით, ახლაც ეს ჩავიფიქრე ჩემო, მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ მე შენ მიყვარხარ ჩემო, მინდა მთელ ქვეყნიერებას დავანახო ჩემი სიყვარული, მაგრმა ეს არ შეგვიძლია ჯერ, სკოლას რომ დავამთავრებთ და აქედან წავალთ, იქ, დიდი ქალაქში ჩვენ ყველასთვის შეუმჩევლები ვიქნებით და თავისუფლად ვივლით, ქალაქში ჩემო ერთადერთო. ამ საუბარში ზურამ მაკას ხელი გადახვია და მისკენ მიიზიდა ჩასახუტებლად, მაკამ ისევ წინაღმდეგობა გაუწია და ხელი გააშვებინა, შემდეგ სწრაფად ადგა და ზურას უთხრა. -ჩემი წასვლის დრო არის უკვე, დედა შემაჩნევს რომ დამაგვიანდა და გამიბრაზდება. -კარგი ჩემო, წადი და მე უკან გამოგყვები რომ არაფერმა შეგაშინოს. -ნუ გეშინია ზურა, ვინ უნდა შემაშინოს. მაკა შეტიალდა და ნატოს ეზოში ჩავიდა, ნატოს სახლთან მისვლამდე მწვანედ გაშლილი მინდორი იყო, მის ბოლოს კი ხის მორებზე შემდგარი სახლი, რომელსაც სიძველის კვალი ნათლად ემჩნეოდა, აივანზე ქოთნის პატარ-პატარა ყვავილები ელაგა, რაც უფრო ლამაზს ხდიდა მთვარის შუქზე ყავისფერ სახლს, ეზოში შესვლისთანავე მაკას ნატოს ძაღლი შეეგება, ის კარგად სცნობდა მაკას, ამიტომ სტუმარი კუდის ქიცინით მიაცილა სახლამდე. მაკამ დაუძახა ნატოს, მანაც მაშინვე გამოხედა მეგობარს. სახლში შეპიატიჟა. მან უკვე იცოდა რომ გარეთ ზურა ელოდა მაკას, წიგნი მაშინვე მისცა. ნატოს დედა ხვდებოდა, რომ ზურას მაკას სიმპატია ჰქონდა და შვილს გაუწყრა. -შენ გირჩევ არ ჩაერიო მაგათ საქმეში, მაკას მშობლები არაფრით არ დაუშვებენ, რომ ზურა უყვარდეს მაკას და არც ზურას მშობლები მოინდომენ მაკას ნაირ ღარიბ გოგოს რძლად, მეორედ არ დავინახო აქ მოსულები, თორემ მაშინვე ვეტყვი მაგათ მშობლებს! ნატომ მეორე დღეს, სკოლის გაკვეთილების დაწყებამდე, უთხრა მაკას რომ, დედა გაუბრაზდა მის გამო და სთხოვა მასთან არ მისულიყვნენ ზურა და მაკა. რა გაეწყობოდა დასთანხმდა მაკა, ამის შემდეგ ისე ხშირად ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მხოლდ მაშვინ თუ სოფლის ბავშვები სათამაშოდ შეიკრიბებოდნენ და ერთად თამაშობდნენ, ზაფხულობით ბავშვები მდინარეზე დადიოდნენ, ზურა და მაკა უერთდებოდა მეგობრებს, მათი მეგობრები ხვდებოდნენ ზურას და მაკას სიყვარულს, მაგრამ ხმამაღლა არავინ საუბრობდა. სოფელში იყო ერთი შეძლებული ოჯახის ბიჭი, რომლსაც ძალიან უყვარდ მაკა, მაკას მშობლებიც არ იყვნენ წინააღმდეგი ამბობდნენ, "პატრონს ჩავაბაროთ ადრიანად ჯობია, სანამ ვინმე უხეიროს გადაჰკიდებიაო" მაკას დედას მეზობლის ქალმა უთხრა: რაღაც არ მომწონს მაკას და ზურას ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და ყურადღება მიაქციე შვილს, ჯერ პატარები არიან და მერე მეორე არ არიან შესაფრისებიო. ამის გამო, მაკა დედულეთის სოფელში, ბებიასთან სხვა სოფელსი სკოლაში გადაიყავნეს მშობლებმა სასწავლებლად. იმის ნაცვლად რომ მაკა და ზურა დაშორებულიყვნენ ერთმანეთს, ზურა ყოვლე დღე სკოლის დასრულების შემდეგ, ახერხებდა მაკას ნახვას და დღითიდღე ღრმავდებოადა მათი სიყვარული. -მინდა რომ ისე ძლიერ გიყვარდე მაკა როგორც მე მიყვარხარ შენ, მინდა არაფერმა შეგაშინოს, ჩემი გული ხომ შენ გეკუთვნის ჩემო, გაუფრთხილდი და არასოდეს მატკინო, ვიცი რომ გეშინია ჩემო, მაგრამ ჩვენ ყველაფერს მოვერევით, მჯერა რომ ჩვენი სიყვარული გაიმარჯვებს. -როგორ ფიქრობ ზურა მოგვცემენ კი მშობლები ერთად ყოფნის უფლებას? -შენ ამის ნუ გეშინია ჩემო, ქალაქში წავალთ, წელს უკვე სკოლას დავასრულებთ, იქ კი დიდი ქალაქში ვერავინ შეამჩნევს ორ უზომოდ შეყვარებულ სოფლელ გოგო ბიჭს. მაკამ ღრმად ამისუნთქა, თითქოს მთელი გული ამოაყოლა ამოსუნთქვას, ზურამ ხელი გადახვია მაკას, მან კი როგორც ყოველთვის მოიცილა, ბეჭზე დადებული ზურას ხელი. მაისის თვე დადგა. დადგა უკვე ის დრ როდესაც ბავშვები ასრულებენ იმ ეტაპს, რასაც ბავშვობა ჰქვია და იწყებენ ახლა ცხოვრებას. იმ ცხოვრებას რომელიც ჯერ არ იციან რა ელოდებათ წინ. ყველას სხვადასხვა გეგმები აქვს, ზოგს სწავლის გაგრძელება სურს, ზოგს კიდევ შეყვარებული ელოდება და დაოჯახება უნდათ, არიან ბავშები რომლებსაც დიდი გეგმები აქვთ წინ დასახული, სურთ ცხოვრება მოიწყონ და კარგი მომავალი ჰქონდეთ. თენდება: ჩიტები ჟღურტულებენ, მამალი მთელი ხმით ყივის, ძაღლები ყეფენ, თითქოს ეხმარებიან დღეს გათენებაში. მდინარე მშვიდან მიედინება თავის კალაპოტში, ალგ-ალაგ შხეფებს შეასხმას ნაპირზე ქვებსა თუ უნებლიედ აღმოცენებულ პატარ -პატარ ყვავილებს, რომლებსაც კენჭებს შორის მაინც თავისი გაუტანიათ და ამოსულან. იღვიძებს ბუნება, მინდორი ცვარით დანამულა, იფერთახავ ყვავილები ნამს და იზმორებიან, მზე ნელ-ნელა ამოდის ამოფარებული მთებიდან, სათითაოდ წევს ზემოთ მის ოქროს ფერ სხივებს, რომლებიც მთელი ძალით და ანათებს ფანჯრებში, ამცნობს ყველას რომ გათენდა და არ არის ძილის დრო, იმასაც ახერხებს რომ ფარდა ჩამოფარებულ ოთახშიც შეაღწიოს, დაანათოს მძინარე ბავშვებს, მისი გამჭოლი სხივები და თითქოს ეუბნება, ადე ზემოთ რაღა დროს ძილიაო, დღეს ხომ სკოლის ბოლო ზარი გაქვს. ბავშვებიც თვალებს იფშვნეტს, ნახავრად მძინარენი დგებიან ზეზე, მზეს ემორჩილებიან და იწყებენ მზადებას, იცმევენ ფორმებს, ღამით დიდი მოწიწებით, რომ გაამზადეს. რომლეცას დღეს ჩაიცმევენ და შემდეგ, საგულდაგულოდ შეინახავენ კარგი დღის მოსაგონად. მაკა საოცრად ლამაზად გამოიყურება, უხდება ძალიან ფორმა, რომელიც, კარგა ხანია გადავიდა მოდიდან, მაგრმა დღეს გადაწყვიტა მის კლასელებთან ერთად, რომ სკოლის ბოლო ზარზე ჩაეცვათ. შავი კაბა, თეთრი წინსაფრით, თმა მაღლა აეიწა და დიდი ბაფთა გაეკეთებინა, აი ისე დედამ რომ პირველად გაუკეთა სკოლაში შესვლის დროს, ჩანთა დაიკავა ხელში და სკოლისაკე გასწია. ზურას შარვალ კოსტუმი ჩაეცვა, თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა, თითქოს წამში დავაჟკაცდა, უხდებოდა შარვალ-კოსტული, მეტად მომხიბვლელს ხდიდა, სკოლის ეზოში შესვლისად თვალს ვერ სწყვეტდნენ მისი ტოლი გოგონები, მიუხედავად კოჭლობდა, მაინც მიმზიდველ იერს ტოვებდა ყოველთვის ზურა. დაირეკა სკოლის ბოლო ზარის, მეგობრებმა ერთმანეთს სამახსოვროდ ფორმებზე წერიები დაუწერეს, იყო ბევრი ცრემლი და ბევრი სიხარული, პირველად ახლა მიხვდნენ თუ რას ემშვიდობებოდნენ და ცხოვრების რთულ, ახალ ეტაპზე, რომ მიდიოდნენ. დაათავრა ზურამ და მაკამ სკოლა, მშობლებს რადგან ისინი უკვე დაშორებულები ეგონათ, თბილისში გაუშვეს სასწავლებლად მაკა, ზურამაც თბილისში ჩააბარა, ერთ უნივერიტეტში მოხვდნენ. ზურა არ ელოდა მაკას იმ უნივერსიტეტში სადაც მან ჩააბარა. როდესაც დაინახა გაბრწყინებული თავლებით შეეგება. ისინი სკოლის დასურლების შემდეგ ვერ ახერხებდნენ ენახათ ერთმანეთი, ამიტომ მოულოდნელი იყო ორივესთვის ერთიდა იგივე უნივერსიტეტში მოხვედრა. ამის შემდეგ ისინი, ხელიხელ ჩაკიდებულნი დადიოდნენ თბილისი ქუჩებში სასეირნოდ, მაკა აღარ უცხოობდა ზურასთან როგორც სკოლის დროს, ახლა არც ხელის გადახვევაზე ეწინააღმდებოდა და არც ჩახუტებზე, ორივე თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, სულ ღმილი და ბედნიერება დასთამაშებდათ სახეზე.სულ დაავიწყდათ მშობლების განრიხსება, არც ერთი და არც მეორე არ ახსენებდა მშობლებს, მხოლოთ ერთმანეთის ცქერით ტკბებოდნენ, ისე გავიდა ერთი წელი, არავის შეუმჩნევია ზურას და მაკას სიყვარული, მშობლებიც ფიქრობდნენ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა და საქმროს შერჩევაში იყვნენ მაკასთვის, მინდია ისევ სასურველი სასიძო იყო. მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდნენ მაკას მშობლები, რომ მიეთხოვებინათ მისთვის მაკა. ერთ დღეს როდესაც მაკა და ზურა უნივერსიტეტიდან გამოსულები ბაღში სეირნობდნენ, სოფლის მეზობლის გოგონამ შემაჩნია, ჩუმათ უცქირა, ახლოს არ მივიდა მათთან, მაშინვე თავის დედას დაურეკა და უთხრა: მაკა და ზურა ერთად რომ დაინახა, დედამ კი თავში ხელების ცემით მაკას მშობლებთან გაიქცა ამბის მისატანად, ჯერ არ დაიჯერა მაკას დედამ, და უსაყვედურა ენის მიმტანს. -სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას შენს საქმეს მიხედე ჯობია, თავზე რომ გენგრევა ოჯახი და ვერ ხვდები! მე როგორმე მივხედავ ჩემს შვილს, ის ვერ გაბედავს და ვერ შეხვდება ზურას. ამ ამბიდან მეორე დღეს თბილისში ჩააკითხა მაკას დედამ. დილით ჯერ კიდევ სახლში იყო მაკა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, კართან დედა იდგა ჩანთებით ხელში, შვილისთვის სოფლით პროდუქტი ჩაეტანა, ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მეოზბელი ცდებოდა და მისი შვილი მართალი იყო, ამიტომ შვილს მისვლისთანავე არაფერი უთხრა, დედა შვილურად მოეფერა, დიდი ხნის უნახავი შვილი, ჩაიც გაუმზადა და უნივერსიტეტში გააცილა, მაკა გაკვირვებული იყო დედის სტუმრობით, რადგან დედა ასე მოულოდნენლად არასოდეს სტუმრებია. ეჭვად აიღო, რომ ალბათ ვინმემ ჩაიტანა სოფელში ჩემი და ზურას ამბავი და ამოტომ ჩამოვიდაო, მაგრამ ხომ არ ჰკითხავდა დედას ჩასვლის მიზეზს, დაელოდა დედას რას ეტყოდა. მაკამ ზურა იმ დღეს არ ნახა, დაურეკა და უთხრა, რომ დედა ჰყავდა სახლში და ვერ ნახავდა, სახლში როგორც კი ლექციები დაუსრულდა მაშინვე დაბრუნდა. დედას შვილისთვის გემრილიელი საჭმელი მოემზადებიდა, სამზარეულოში გაუმზადა სუფრა და თვითონაც გვერდი მიუჯდა, თვალებში შესცქეროდა მონატრებულ შვილს და ცდილობდა სახეზე ამოეკითხა მაკას გულის ფიქრები, მაგრამ რაც უფრო დაკვირვებით უცქერდა ვერაფერს ამჩნევდა. გულში იმ მეზობილს ქალს ლანძღავდა როგორ დავიჯერე მისი, როგორ ვენდე მის სიტყვას და შვილს არ დაუჯერეო, მერე ისევ თავის კითხვას თვითონ სცემდა პასუხ, მე ხომ არ დამიჯერებია მისი, უბრალოდ შვილი მომენატრა და მის სანახავად ჩამოვედიო, მაგრამ დედას შინაგანად მაინც არ ასვენებდა რაღაც და მაკას ჰკითხა: -შვილო, რა ხდება შენს ცხოვრებაში, ამ ბოლოს ძალიან გამიუცხოვდი და არაფერს მიყვები? -არაფერი დედა, ვსწავლობ და ვარ, სამსახური მინდა ვიშოვო რაღაც, რომ ცოტა ფული მქონდეს და ყველაფერზე თქვენ არ გთხოვდეთ. -ხო შვილო ეგ ჭკვიანურია, მაგრამ ისე ნუ გააკეთბ რომ სწავლაში შეგიშალოს ხელი. -არა დედა, ისე ვიზამ რომ ლექციების შემდეგ მომიწიოს სამსახურში წასვლა. დედა კმაყოფილი დარჩა შვილის ცხოვრებით, რამდენიმე დღე დარჩა შვილთან და სოფელში გულდამშვიდებული დაბრუნდა. ჩავიდა თუ არა მაშინვე იმ მეზობელთან მივიდა და კიდევ უსაყვედურა, სიცურისთვის. მეზობელმა ამას როგორ მკადრებო და იჩხუბეს. არ გასულა ერთი თვე და სოფელში ისევ ჩაიტანეს ამბავი რომ მაკა და ზურა ერთად დაინახეს. ამჯერად მაკას დედამ როგორც კი შვილთან ჩავიდა მაშვინვე ჰკითხა თუ რახდებოდა. მაკამ გადაწყვიტა დედასთვის ყველაფერი ეთქვა როგორც იყო. განრისხდა დედა, თმებში სწვდა მაკას და სცემდა, მაკა ტიროდა, ეუბენბოდა: -ზურა ძალიან მიყვარს და მას ვერავი დამაშორებს, მე არ ვარ პატარა! უკვე დიდი ვარ და თვითონ გადავწყვეტ ჩემს ცხოვრებაში ვინ იქნება. ამ სიტყვებამ კიდევ უფრო გააღიზიანა დედა. -დღესვე წამოხვალ სოფელში და იქ, გადავწყვეტთ მე და მამაშენი ვის მიგათხოვებთ და ვინ იქნება შენს ცხოვრებაში, მაგისთვის გაგზარდე რომ კოჭლს გაჰყოლოდი ცოლად?! თვალებში რატომ არ იხედები, შენს ირგვლივ რამდენი კარგი ბიჭი ტრიალებს და რაღა კოჭლი ზურა აირჩიე?! არც მის მშობლებს უნდიხარ რძლად და თქვენ ვინ ხართ რომ ასე წყვიტავთ თქვენს ცხოვრებას. დროზე ჩაალაგე ყველაფერი და სოფელში წამოდი, არც სწავლა მინდა შენი და არც მუშაობა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაკას დედამ მაინც თავისი გაიტანა და მაკა სოფელში წაიყვანა. ინსტიტუტში რომ არ მიდიოდა მაკა ზურამ სახლში მიაკითხა, მეზობელი გამოვიდა და უთხრა რომ ბინა დაცალა და სოფელში წაიყვანა დედამ. იქვე კიბის საფეხურებზე ჩამოჯდა, თავზე ხელები შემოიწყო და ტირილი დაიწყო, ნუთუ ასე დამთავრდა ჩვენი სიყავრული ჩემო, ნუთი ისე მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან, რომ ერთხელაც არ მითხარი როგორ გიყვარდი, არა, ამას არ დაუშვებ ჩემო, რომ შენ სხვამ დაგისკუთროს, მე ვერ ვიარსებებ შენს გარეშე, ჩემი გული ხომ შენ გაჩუქე და უგულოდ როგორ ვიარსებებ. ღრმად ამოისუნთქა, თვალებზე ცრემლები მოწიმინდა, სწრაფად ნაბიჯით ჩაირბინა კიბის საფეხურებზე და წავიდა. უცებ წვიმა და ქარი წამოვიდა ერთად, შავმა ღრუბელმა დაფარა ქალაქი, ქუჩაში გამვლელები ადგილს ეძებდნენ რომ თავი შეეფარებინათ და არ დასველებულიყვნენ, ვისაც ქოლგა ხელში ეკავა, ისე ძლიერად უბერავდა ქარი, ქოლგასთვის ხელი მაგრად, რომ არ ჩაიჭიდათ წაართმევდა, ზურა მიდიოდა და ვერაფერს გრძნობდა, გარეთ თუ მის გულში, ხომ ერთნაირი ამინდი იყო, გამვლელები უნებლიედ მხარს გაარტყამდნენ, მაგრამ ეს ვერც ამას გრძნობდა, მთელი გზა ისე გაიარა, ვერ გაიგო რა ხდებოდა მის ირგვლივ, სახლში მისული სულ სველი იყო, ასე სველი დაეცა საწოლზე და მწარედ ატირდა, მუჭებს სცემდა საწოლს, რისთვის ღმერთოო, გაჰყვიროდა. არავინ ჰყვადა ირგვლივ, რომ ერთი სიტყვა ეთქვა, ერთი სიტყვა მის სანუგეშოდ, ტიროდა ისე, რომ თითქოს მთელ ნაგროვ სევდას და ტკივილის ერთდ მოეყარა თავი და ახლა სურდათ გამოსულიყო ზურას სხეულიდან, ასე ტირილში სველი ტანსაცმელით როგორც იქნა ჩაეძინა. მიჰყვებოდა მაკა დედას სოფელში და მთელ მის გულსა და სულს ქალაქში ტოვებდა, იქ სადაც მისი პირველი სიყვარული იყო, ისე აცილებდნენ მას რომ არავინ ეკითხებოდა თუ რას გრძნობდა ის იმ წუთს, არავის აინტერესებდა მაკას ტკივილი, მთელი გზა ისე იჯდა ავტობუსში, თითქოს ენა ამოგლიჯეს და ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა, დრო და დრო თვალებზე მომდგარ ცრემლს მოიწმენდდა, გასცქეროდა გარეთ სამყაროს და ფიქრობდა: თუ როგორი დაუნდობელია, თუ როგორი სასტიკია ცხოვრება, დედას ხელი ხელზე მაგრად ჩაეჭიდა, თითქოს ეშინოდა არ გაქცეოდა, არ წასულიყო მისგან და არ დაკარგულიყო. ისე ჩავიდა სოფელში რომ ვერ გრძნობდა სად იყო. სოფელში როგორც კი ჩაიყვანა მაკა დედამ, მეორე დღესვე გაგზავნა ნათესავი მინდიას ოჯახში, იმის სათქმელად, რომ თუ ისევ სურდათ მაკა, რძალდ მიათხოვებდნე. ისინიც სიამოვნებით დასთანხმდნენ. ისე რომ მაკას არავინ არაფერი შეეკითხა. ერთ კვირაში ნიშნობა გაიმართა. თვალცრემლიანი იჯდა მაკა თავის საძინებელ ოთახში საწოლზე, ლურჯი კაბა ჩაეცვა, რომელიც მის სევდიან სახეს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდიდა, შავი თმები გიშრებივით ეყარა ბეჭებზე. გვერდით მეგობარი ნატო ჰყვადა, რომელიც ეუბნებოდა: -მაკა ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ უარი თქვა ამ ყველაფერზე, ადექი და გაიპარე სახლიდა, მე დაგეხმარები, ნუ გამოუტან შენს თავს განაჩენს შენი ხელით, ნუ იქცევ ცხოვრებას ჯოჯოხეთად, მინდიას მშობლები მართალია შეძლებული ხალხი არის, მაგრამ დედა ძალიან ცუდი ქალია, ის არ გაგახარებს, არ მოგცებს უფლებას რომ იყო ბედნიერი, ან როგორ უნდა იყო ბედნიერი როცა სხვა გიყვარს, დამიჯერე მაკა, შენი თავი თუ არ გეცოდება ზურა მაინც შეიბრალე, ხომ იცი როგორ უყვარხარ მას, ადექი ახლავე და წადი სახლიდა. მაკა იჯდა და მხოლდო უსმენდა. არავინ იცოდა რას ფიქრობდა იმ წუთს იგი.შემდეგ ადგა ისე, რომ თითქოს მისი სხეულის ზიდვა უჭირდა და მისაღებ ოთახში გალასლასდა, სადაც სტუმრები უკვე მისულიყვნენ. მინდია ღიმილიანი სახით შეეგება მაკას, ხელი მოჰკიდა და მის გვერდით დაიყენა, ამაყად იდგა მინდია, მთელი მისი გარეგნობით სჩანდა თუ როგორი გახარებული იყო, რომ მაინც თავისი გაიტანა და მაკა მისი ცოლი ხდებოდა. გაიმართა წვეულება, ყველას ბედნიერი და მხიარული სახე ჰქონდა მაკას გარდა, იმ დღიდან დაიწყო მაკას ახალი და რთული ცხოვრება. ზურამ ვერ შეძლო სოფელში დაბრუნება, რადგან ავად გახდა და სავადმყოფოში დააწვინეს. ერთი კვირის შემდეგ ჩავიდა სოფელში, მაკა უკვე სხვისი ცოლი იყო, ამის შემდეგ სწავლას თავი დაანება და რუსეთში წავიდა ბიძასთან. იმ საღამოსვე წაიყვნა მაკა სახლში ქმარმა, ბედს მიენდო მაკა, იფიქრა: აწი რაც მომივა ჩემთვის სულერთია, მთავარი სიყვარული დავკარე და ვერაფრს შევცვლი. დილით კი ოჯახში ატყდა ხმაური, ისე რომ არ სურდათ სახლიდან გასულიყო ეს ხმა, ოჯახის ყველა წევრმა გაჩუმება ამჯობინეს, ისევ ჩვენ შევრცხვებით, ასეთი ქალი რომ შემოვიყანეთ სახლშიო, მაგრმ არავინ პატიობდა მაკას, ყოვე ჯერზე აძახებდა დედამთილი და ქმარი, რომ ქალიშვილი არ იყავი და მაინც დაგტოვეთო, ისევ ჩვენ გვიწევს შენი ნამუსის შენახვაო. არც დედისთვის მოინდომა მაკამ გაენდო მისი საიდუმლო, არც ის სთქვა რომ დედამთილი და ქმარი ამის გამო ხშირად შეურაცყოფას აყენებდნენ და სცემდნენ კიდევაც, ბევრჯერ უფიქრია მოვიკლავ თავს და დავისვენებო. ერთ დღეს გამზადებული ჰქონდა საწამლავი თავის მოსაკლავად, რომ გაიგო მის მუცელში ახალი სიცოცხლის გული ფეთქავდა, რამაც გადაფიქრებინა ის ყველაფერი და სწრაფად მოიცლა თავიდა საწამლავი. ფეხმძიმე ქალს უმიზეზოდ აუშარდებოდა ხოლმე დედამთილი და ქმარი გარეთ ადგებდა, ბევრჯერ გაუტარებია ღამე ბოსელში მის ჟღალ ძროხასთან ერთად, ყოველ ასეთ ღამეს ერთადეთი მეგობარი და გულშემატკივარი ძაღლი ჰყავდა მაკას, ფეხებთან დაუჯდებოდა და კუდს დაადებდა მაკას ფეხებზე, თითქოს ხვდებოდა, რომ ციოდა და ამით ათბობდა, ბევრჯერ უსაუბრია მაკას, ღამით გულახდილად მის ერთადერთ მეგობარ ძაღლთან. - ეჰ ცხოვრებამ უკუღმართად მომექცა და ამ ყველაფერში ისევ მე ვარ დამნაშავე, თავიდანვე რომ დამეცვა ჩემი თავი ახლა ასე არ ვიქნებოდი, სხვას გაუფრთხილდი და ჩემი ცხოვრება ვიქციე ჯოჯოხეთად, ახლა ისინი თბილ საწოლში წვანან მე კი აქ ბოსელში ვიყინები. თითქოს ყველა სიტყვას და ამოსუნთქნას გრძნობდა და გებულობდა ძაღლი, სიბნელეში ნათლად სჩანდა მისი მაკასკენ მომზირალი თავლები, ალბათ მასაც ბევრი ჰქონდა სათქმელი მაკათვის მაგრამ ვერ აბობდა, ამიტომ თავს დაიდებდა თათებზე და დაიძინებდა მაკასთან ერთად, ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში მაკას შვილი შეეძინა, ბიჭი ეყოლა, მთელი ყურადღება შვილზე გადაიტანა მაკამ, თითქოს მის ირგვლივ სხვა არც არსებობდა, ქმარი საყვედურობდა. - მე ყურდღებას მაკლებ და ჩემზეც იფიქრე, თორემ მაგ შვილთან ერთად, ერთ დღესაც გარეთ გაგაგდებ, უკვე ყელში ამომიხვედი, სიცოცხლე მომაბეზრე. -გთხოვ მინდია, ბავშვთან რა გინდა? ამა რა დაგიშავა?! ნუთუ გაკლია ჩემგა შენ ყურადრება?! ყველაფერს ვაკათებ რაც შემიძლია, მეც ხომ ადამიანი ვარ? მეც ხომ მაქვს ნერვები?!! დავიღალე!!! რა გავაკეთო?! თავი მოვიკლა?! ეს გაგახარებს?! თუ ასე გაწუხებდა თავიდანვე რატომ მაპატიე?! რატომ არ გამაგდე გარეთ?! რატომ გაჩუმდი?! ახლა კი დამაცადე, ბავშვი გავზარდო, ამან რა დააშავა? მინდიამ სკამი გადაყირავა და სახლიდან გავარდა. მაკამ ბავშვს მოკიდა ხელი, ჩაიხუტა და მწარედ ატირდა, ამ დროს დედამთილი შემოვიდა სახლში, იმის ნაცვლად რომ დაემშვიდებინა მაკა, პირიქით მოიქცა. - ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი და რატომ მომასწარი ამ ყველაფერს, თავში წაიშინა ხელები და ჯოხით იატაკს სცემდა. ერთ დღეს მაკას მისი მეგობარი ნატო ესტუმრა ბავშვის სანახავად, დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა ოთახში დასხდნენ და ერთმანეთს გული გადაუშალეს. ნატოს სულ აწუხებდა ის კითხვა, ნიშნობის დღეს, რომ დაუსვა მაკას და პასუხი არ დაუბრუნა, დღეს კი იფიქრა, რომ ზუსტად ის მომენტი იყო, რომ მაკა მის კითხვაზე გასცემდა პასუხს. -მაკა მხოლდ კიდევ ერთხელ გკითხავ, რატომ მოიქეცი ასე, ვინ გაიძულა რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გექცია? რის იმედი გქონდა? ან იმ ბიჭს რას ერჩოდი, მას ხომ ძალინ უყვარდი შენ, ახლა კი ღმეთმა იცის სად არის და რას აკეთებს, მასაც დაუნგრიე ცხოვრება და შენ ხედავ როგორც ხარ, მიპასუხე რა იმალება ამ ყველაფრის უკან? მაკა მეგობრის ამ კითხვაზე, ისევ თავს იკავებდა პასუხი რომ გაეცა, მაგრამ სიტყავ ჩამოართვა რომ არასოდეს იტყოდა სადმე, იქვე მოკვდებოდა ყველაფერი რაც იქ იქთქმოდა, ნატო გაუბრაზდა მეგობარს. -ნუთი მე შენ კიდევ არ მენდობი, ნუთუ მე არ მთვლი შენ ისეთ მეგობრად, რომ ჩემთან შეგიძლია ყველაფერი თქვა? -არა ნატო მე ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ როცა მე არ მეხება არ მინდა სხვამ გაიგოს. -თქვი ადამიანო, რა არის ასეთი, რის გამოც დაინგრიე ცხოვრება?! -ნატო იმ დღეს დედამ სახლში რომ წამიყვანა ყველაფერი მომიყვა. -ჰო რა მოგიყვა ასეთი? -თურმე ზურას მამას და დედას ერთმანეთი ჰყვარებია. -მერე რა რომ ერთმანეთი ჰყვარებია?! ალბათ ეს ბავშური სიყვარული იყო და ახლა ხომ ორივეს ცა- ცალკე ოჯახი აქვთ. -არა ნატო, დედა ზურას მამაზე ყოფილა დანიშნული, ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი, ყველა მათი სიყვარულის ამბებს ჰყვებოდა თურმე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დედა მამამ მოიტაცა, არ სურდა თურმე დედას მამასთან დარჩენა, მაგრამ მშობლებმა არ წაიყვანეს, მერე არც ზურას მამამ ინდომა თურმე მონატაცები ქალი ცოლად და ამ სიბრაზეზე ცოლად შეურთავს ზურას დედა. დედამ მითრხა რომ თუ ზურას ცოლად გავყვებოდი მამა არ აცოცხლებდა მას, დედას მოკლავდა, რადგან ვერ შეეგუებოდა ზურას მამას ჩვენთან სტუმრობას, ამიტომ ვარჩიე გაჩუმება და დავემორჩილე ბედს, ვერ გავიმეტე დედაჩემი სასიკვდილოდ, ხომ იცი მამას ხასიათი შენ, ის ყველაფერზეა წამსვლელია.მოკვლით თუ არა დედას ცემაში ამოხდიდა სულს. ამიტომ დავემორჩილე ჩემს ბედს და გავყევი მინდიას ცოლად. -რას ამბობ მაკა, ნუთუ დედამ გაგიმეტა იმისთვის რომ თვითონ ყოფილიყო კარგად? არაფერი არ მოხდებოდა მაკა, რამ შეგაშინა ასე, ცოტა ხანს იყვირებდა მამაშენი და მერე შეეგუებოდა ბედს, ახლა იცის, აქ როგორ გექცევნია? განა ვერ შევატყვე როგორ გექცევა შენი დედამთილი, სიძულვილს აფრქვევს თვალებიდა, ლამის მეც შემჭამოს ისე მიცქერს, რას აპირებ, ასე გინდა გააგრძელო ცხოვრება? -ალბათ ეს იყო ჩემი ბედი და მეც ვეგუები, სხვა არაფერი დამრჩენია, მშობლებს ვერ ვეტყვი ჩემს მდგომარეობას, დედა მეცოდება. -მე მინდოდა, რომ შენ ბედნიერი ყოფლიყავი მაკა და შენ თვითონ გამოუტანე შენს თავს განაჩენი, რა გავაკეთო? რით დაგეხმარო მითხარი? ტიროდა ნატო და გულში იხუტებდა მაკას. ებრალებოდა მეგობარი რომლესაც ვერაფერს ვერ შველოდა. თვითმფრინავის სადგომ ბაქანზე იდგა ზურა და სიცარიელის მეტს ვერაფერს გრძნობდა, ბეჭზე ზურგ ჩანთა მოეკიდა, ხაკისფერი კეპქიანი ქუდი დაეხურა, ჯინსის ქურთუკის საყელო ზემოთ აეწია, ჯინსისი გახეხილი შარვალი ჩაეცვა და ფეხზე კეტები. გვერდულად მიიხედა უკან თითქოს რაღაცას მალულად შეხედა და ავიდა თვითფრინავში, მისი ადგილი მოძებნა და დაჯდა. მთელი გზა ფიქრებს მიეცა, შესცქეროდა ღრუბლებს, რომლებიც მის წინ უნებლიედ გაირბენდა, ხან კიდევ, თვითონ მოექცეოდა მათ ზემოთ ან ქვემოთ, ფიქრობდა იმ სიყვარულზე რომლეზედაც დიდ ოცნებებსა და მომავალს სახავდა, ფიქრობდა თუ როგორი ბედნიერი იქნებოდა მაკასთან ოჯახი, რომ შეექმნა. შვილები, ბევრი შვილი სურდა ჰყოლოდა, ამბობდა უფალი რამდენსაც გვაჩუქებს იმდენს გავაჩენთო. -ალბათ არც ვყავრებივარ მაკას, თორემ ასე არ მომექცეოდა, ასე უგულოდ არ გამწირავდა, მას ხომ მიყვარხარ არც კი აქვს ნათქვამი ჩემთვის, არადა როგორი ბედნიერი თვალებით მიცქერდა სულ, ნუთუ ტყუილი იყო ის ყველაფერი, არა და როგორ მიყვარდი ჩემო, ხო ჩემო და ახლა უკვე სხვისო, წახვედი და თან გაიყოლე ჩემი გული, თან წაიღე ყველა გრძნობა რაც კი გამაჩნდა ჩემო, არა შენგან არ მოველოდი მე ამას. ღმერთო რატომ მომექეცი ასე? ბოლი სიტყვა ისე ხმამაღლა სთქვა, რომ ყველამ გაიგონა, გვერდით მჯდომ მამაკაცს ბოდიში მოუხადა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ზურა როგორც კი ჩავიდა რუსეთში იქ ბიძა და ბიძაშვილები დახვდა, ბევრი ეძება სამსახური მაგრამ ვერაფერი იპოვა, თითქოს გაბოროტებული იყო და ლამაზ გოგონებზე იყიდა ჯავრს, როცა შეუყვარდებოდათ სწორედ მაშვინ ტოვებდა და ქრებოდა ზურა, ბევრი ქალის ცოდვა დაიდო, მაგრამ ისევ აგრძელბდა გოგონების შეცდომაში შეყვანას, ერთ დღეს რესტორანში, გვერდით მაგიდასთან, მჯდომ გოგონას დაუწყო "არშიყი", იქვე მისი საქმრო იყო, რომელმაც ვერ მოითმინდა ზურას ასეთი საქციელი და ჩხუბი დაუწყო, ზურამ დაჭრა გოგონას საქმრო, რის გამოც მაშინვე დაიჭირეს, ციხეში მრავალი წილს გატარება მოუწია ზურას, რადგან ციხეში ისევ ჩხუბის დროს, დაჭრა პატიმარი იმის გამო, რომ ქართველებს შეურაცყოფას აყენებდა, ვერ მოითმინა და სცემა და სასჯელი ისევ დაუმატეს. გადიოდა დრო, მაკას უკვე მეორე შვილი შეეძენა გოგონა. ქმარი ისეთი აგრესიული არ იყო, თითქოს დაივიწყა წარსული რაც თან სდევდა ცოლის მოყვანის შემდეგ, მაგრამ მაკას მის მიმართ გული არ გათბობია, ერთ საღამოს სახლში მინდია მთვრალი დაბრუნდა, მაკას გაუხსენა წარული, ცემა, ბავშვები უცქერდა ამ ყველაფერს, დედამთილი იმის ნაცვლად, რომ დაემშვიდებინა მინდია, ისევ მის ჩვევას მიამრთავდა და გაიძახოდა: -ამოვიდა ყელში შენსთანა რძალი სახლში, ბოლო უნდა მოეღოს შენი აქ ყოფნას, ხვალვე წაიყვანე და მიუგდე მის მშობლებს, ეს შვილებს ვერ აღზრდის სათანადოდ, ამიტომ მარტო გაუშვი და ბავშვები აქ დავიტოვოთ!!! მაკა ფიქრობდა ეს მორიგი ჩხუბი იყო და არაფერი რეაქცია არ მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ დილით როგორც კი გაიღვიძა მეუღლემ მოსთხოვა ბარგი ჩაელაგებინა და ცოტა ხნით მშობლებთან წასულიყო. მაკა მოემზადა და ბავშვებიც მოამზადა, მაგრამ მინდიმ უთხრა რომ მხოლოდ თვითონ წავიდოდა ბავშვები კი სახლში დარჩებოდა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაკა მარტო წაიყვანა მინდიამ მშობლებთან, იქ მისულმა მინდიამ მაკას მშობლებს უთხრა ის რასაც იმ დრომდე მალავდა. - თქვენი შვილის ნამუსი ამ დრომდე ვინახე, ახლა კი აქ მოგიყვანეთ და გყავდეთ, შვილები კი ჩემთან დარჩება!!! მაკას მშობლებისთვის მეხის გავარდნას გვადა ეს ყოველივე, მათ არ იცოდნენ რომ მაკა ქალიშვილი არ იყო როცა გათხოვდა, მამა თმებში სწვდა და ცემა დაუწყო, დედა გაქვავებული იდგა და ადგილიდან არ იძროდა. მინდია კი ადგა და წავიდა. იმ დღის შემდეგ მაკას შვილებს არ ანახებდა მინდია, სასამართლოზე ისე გააკეთს თითქოს მაკას ნერვიული აშლილობა ჰქონდა და შვილების მასთან ყოფნა საშიშროებას წარმოდანეგნა, ასევე ისიც დაუმატერ რომ თითქოს მეუღელსაც სცემდა, ამ ყველაფერის გამო, აეკრალა მაკას შვილებთან მიახლოება, შვილებს კი ნელ- ნელა დედას აძულებდა ბებია და მამა, ეუბენოდნენ რომ ცუდი დედა ჰყვადათ და სირცხვილი იყო ისეთი დედის ჰყოლა, ამიტო რაც უფრო შორს იქნებოდნენ მისგან უკეთესი ქინებოდა მათი მომავლისთვის, ბავშვებიც იჯერებდა მამის და ბებიის სიტყვებს, დღითი დღე უცივდებოდათ დედის მიმართ გული, მაკამ ვერ გაუძლო შვილების ზურგის შექცევას, იფიქრა გავეცლები სოფელს, წავალ თბილისში, მუშაობას დავიწყებ და ნელ- ნელა ბავშვებსაც დავიბრუნებო. წავიდა მაკა თბილისში, მეგობარმა გაუღო მისი სახლის კარი, მალევე დაიწყო მუშაობა, ბინაც დაიქირავა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, გადიოდა უფერული დღეები, ტირილში და მონატრებაში, სახეზე ყველა სევდა და დარდი აღებეჭდა მაკას, ოცდათი წლის ქალი, ხანში შესულა ქალს ჰგავდა, არ აქცევდა თავს ყურადღებას, თითქოს მისთვის ცხოვრება დასრულდა, ცოცხალ-მკვდარი დადიდოა ამ ქვეყნდა, რომლის ყოფნა არ ყოფნა არავის ადარდებდა, არც მშობლები აქცევდა ყურადღებას, არ ინტერესდებოდნენ შვილით, თითქოს მთელმა სამყარომ მოიძულა, არავისთვის არ არსბოდბა, არავის უყვარდა, არავის აღელვებდა მისი ყოფნა არ ყოფნა. ჩუმათ მივიდოდა სამსახურში, შეასრულებდა მის დაკისრებულ მოვალეობას და სახლში დაბრუნდებოდა. ერთ დღეს, მაკა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, გზაში მისი მეგობარი ნატო შეხვდა, ძლივს იცნო ნატომ მეგობარი, ტირილი დაიწყო, ეს რა დაგმართნიაო, მასთან დაპატიჟა სახლში, ისიც თბილისში გადასულიყო მეუღელსთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად. მაკა თითქოს ყველაფერს ემორჩილობოდა, უთქმელად გაჰყვა მეგობარს სახლში. ნატომ იმ დღიდან გვერდიდან არ მოიცილა მეგობარი, ექიმთან მიიყვანა, მკურნალობა დაუწყო, უკეთ გახდა, ის ტანსაცმელი რაც მაკას ჰქონდა გადაუყარა და ახალი მისთვის შესაფერი უყიდა, ამხნევებდა, ეუბენბოდა რომ ჰქონოდა მისი იმედი, გონს მოსულიყო, ასე დაცემით ვერც შვილებს დაიბრუნებდა და ვერც არსებობდას შელძებდა. მაკაც თითქოს დღითი- დღე უკეთესად ხდებოდა, ცხოვრება უხაროდა, უფრო მხნედ ხდებოდა, რამდენიმე თვეში, ნატომ შეძლო, რომ მეგობარი მაკა ისევ ისეთი ლამაზი და მომხიბვლელი ქალი გამხდარიყო. მაკა ნელ- ნელა უახოლვდებოდა შვილებს, სოფელში დაიწყო მშობლებთან სიარული და ბავშვებს სკოლაში აკითხავდა, პატარებმა მიუხედავად იმისა რომ ბევრი ეძახა ბებიამ და მამამ უვარგისი დედა გყავთო, დედის დანახვაზე ტირილი დაიწყეს, ჯერ შორიდან შესცქეროდნენ დედას, შემდეგ კი ხელებ გაშლილი გაიქცნენ და ჩაეხუტეს, ცრემლებსი ზღვა მოსდიოდათ თვალბიდა, შვილები დედას სთხოვდა რომ არ მიეტოვებინა და სახლში დაბრუნებულიყო, მაკა ცდილობდა აეხსნა შვილებისთვის თუ რატომ ვერ დაბრუნდებოდა სახლში, დაპირდა რომ სკოლაში ყოველთვის ინახულებდა მათ, სკოლას რომ დაამთავრებდნენ წაიყვანდა თავისთან. რამდენჯერმე მიაკითხა მაკამ შვილებს სკოლაში, მეზობლის ქალმა მინდიას ამცნო, მაკას სკოლაში მისვლის შესახებ, განრისხდა მინდია, შვილებს დაუწყო ჩხუბი, რამდენიმე დღე სკოლაშიც არ უშვებდა, ბავშვებმა მამას პირობა მისცეს რომ დედას არ ნახავდნენ, ამის შემდეგ დართო ნება სკოლაში წასვლის ბავშვებს.მაკამ გაიგოა ამის შესახებ და ბავშვებს რომ არ ენერვიულათ გადაწყვიტა აღარ მისულიყო სკოლაში, დაბრუნდა თბილისში, ფიქრობდა: გავა დრო და დრო დაალაგებს ყველაფერსო, ჩემს შვილებს დავიბრუნებ და ჩემს გვერდით მეყოლებაო. ერთ დღეს მაკა ესტუმრა ნატოს სამსახურში, იქ სუფრა იყო გაშლილი, თანამშრომელს დედა გარდაცვლია და მოეტანა პურმარილი, მაკა მოეწონა ნატოს თანამშრომელ ბექას, იმ დღიდან არ სცილდებოდა გვერდინა, მაკა ეწინააღმდეგებოდა, არ სურდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ თითქოს, ცხოვრება კიდევ ერთ გამოცდას უწყობსო, ვერა და ვერ მოიცილა ბექა მაკამ, ბექა არ აკლებდა ყურადღებას და საჩუქრებს მაკას, ცდილობდა როგორმე მისი გული მოეგო, ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა მაკა, გზად ბექა შეხვდა, შესთავაზა რომ სახლში წაიყვანდა, ესეც დასთანხმდა, ბექამ კი თავისთან სახლში წაიყვანა მაკა, ყველას მაშინვე გააგებინა რომ მაკა ცოლად მოიყვანა, სხვა გამოსავალ არ დაუტოვა მაკას ბექამ, ისევ დაემორჩილა ბედს და დარჩა მასთან, მალე ხელი მოაწრეს და ჯვარიც დაიწერეს, თბილი და მოსიყვარულე ქმარი გამოდგა ბექა მაკასთვის, თითქოს ბექა იყო მისი ბედისწერა, მისი ცხოვრების თანამგზავრი, ცდილობდა როგორმე ბედნიერი გაეხადა მაკა. ბავშვებმა როგორც კი გაიგეს დედის გათხოვების ამბავი, მაშინვე უარი თქვენს მასზე, არ ნახულობდნენ დედას, არც ტელეფონზე პასუხობდნენ, გადიდოა დრო, ბექა პირდებოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მაკას შვილებს მასთან მიიყვანდა და ბედნირე დედა და ქალად აქცევდა, ერთ წელიწადში გოგონა ეყოლათ. პატარას დაბადებამ, თითქმის ყველა ტკივილი და დარდი დაავიწყა მაკას, ის სითბო რაც აკლდა მის შვილებს ამ პატარასთან ავლენდა ყველას ერთად, ეფერებოდა და იმ მიტოვებული შვილების სახელებსაც ამბობდა მომფერებაში, თითქოს მათაც ეფერებოდა ამ პატარასთან ერთად. მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა თუ რა დარდს და სევდას დაატარებდა მისი გული, სოფელში რომ გაიგეს მისი გათხოვების ამბავი, არ თვლილდნენ პატიოსან ქალად, ამბობდნე: "როგორ მთლად წახდა ეს გოგო, კიდევ როგორ გათხოვდაო" არავინ იცოდა მის გულში რა ხდებოდა, არავინ კითხულობდა მას რა აწუხებდა, იყო თუ არა ბედნიერი. მოკიდებდა შვილს ხელს და სასეირნოდ დაჰყავდა იქვე უბნის ბაღში, უსმენდა ჩიტების ჟღურტულს და ფიქრს მიეცემოდა, ახსენდებიდა ზურა, ახენდებოდა ის სიყვარული, რომელიც დაკარგა, ახსენდებოდა შვილები როგორ უმღეროდა ღამით "იავნანას" თუ როგორ სთხოვდა პატარები დედას მის გვერდით დაეძნა, თვალზე მომდგარ ცრემლს მალულად მოიწმენდდა, ირგვლივ მიმოხედავდა ხომ არავინმა დამიანხაო და ღრმად ამოიოხრებდა, გადიდა დრო, მაკა ცხოვრობდა უსიყვარულოდ, შვილებიდან შორს, მეუღლე ცდილობდა შეემსუბუქებინა მაკასთვის შვილების არ ყოფნა დაჰყავდა სასეირნოთ, ერთ დღეს ასე მანქანით გასულებმა, სოფლისკენ წავიდნენ, იმ სოფლისკენ სადაც მაკას შვილები ცხოვრობდა. მზიანი ამინდი უცებ წვიმამ შეცვალა, კოკისპირული წვიმა დაიწყო, აუყვენენ სოფლის ოღრო- ჩოღო გზას, მიაუხალოვდნენ იმ სახლს სადაც უკვე გაზრდილი შვილები ცხოვბრობდა მაკასი, ერთხანს იცადეს იქნებ რომელიმე გარეთ გამოვიდესო, მაგრამ ისეთ ამინდში აბა ვინ გამოვიდოდა გარეთ?. ორი წლის გახდა მაკას და ბექას ქალისშვილი, მაკა პროდუქტის ამოსატანად ჩავიდა იქვე მარკეტში, გზაზე მომავალს უცებ ფეხებთან მანქანამ გაუჩერა, მინა ჩამოსწია და მაკას დაუძახა. --მაკა როგორ ხარ? მაკა თითქოს ადგილზევე გაგვქვდა, ხელში დაჭერილი ცელოფნები ხელიდან დაუცვივდა, ხმა რომელიც წლებია არ გაეგონა, მისი არაფერი იცოდა, თითქოს დავიწყებას მიეცა წარსული, ისევ გაახენა ბედისწერამ. მამაკაცი მანქანიდა გადმოვიდა, თმა სრულად გათეთრებოდა, დავაჟკაცებულიყო და იმაზე უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ახალგაზდრობისას, მაკა აცახცახებული უცქერდა ზურას, ვერ იჯერებდა რომ მის წინ ის იგდა, ზურამ ცელოფები აკრიფა და მასაკ თხოვა მანქაში ჩაჯდომოდა, ისიც დაჰყვნა მის სურვილს, ზურამ მანქანა დაძრა ადგილიდან და მტვირინა ქალაქს გაუყვა. -ზურა მანქანა მოაბრუნე დრო არ მაქვს სახლში ბავშვი დავტოვე. -ცოტა გავიაროთ რაღაც მინდა გითხრა. -დრო არ მაქვს გესმის?! მე ქმარი მყავს და არ არის ეს ლამაზი ახალა აქ რომ ვარ შენთან ერთად. -ჰმ, ის ლამაზი იყო, რომ მიმატოვე და გაიქეცი?! ის ლამაზი იყო ჩვენს სიყვარულს რომ უღალატე?! ნუთუ სინდისმა ოდნავ მაინც არ შეგაწუხა?! როგორ მიყვარდი, როგორ ვნატრობიდი შენთან ყოფნას, ყოველ დღე უფრო და უფრო მენატრებოდი, შენ იცი მე რა გამიკეთე?! ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე! -არც მე მაქვს ზურა კარგი ცხოვრება, არც მე მაქს ცხოვრება იავარდებით მოფენილი, შვილები წამართვეს, რომ ვერ ვიცხოვრე უსიყვარულოდ, რომ ვერ გავძელი ისეთ კაცთან რომელიც მცემდა, დროზე მოაბრუნე მანქანა და მიმიყვანე საიდანაც წამოვედით. ამ ყვირილში მაკა სწვდა საჭეს, ზურამ ვერ შეძელო მანქანის დამორჩილება და გზიდან გადავიდა მანქან, ხეს შეასკდა, ზურამ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მაკასთვის: "ვერ დავიცავით, ჩვენი სიყვარული, ახლა ორივენი, უკვე წარსული ვართ". შეწყდა მოძრაობა, მანქანებიდან გადმოვიდნენ ადამაინები, სასწრაფო გამოიძახეს, სავადმყოფოში გადაიყვანეს.მაკას შვილებმა, რომ გაიგეს დედას ამბავი, მაშინვე ჩავიდნენ თბილისში სანახავად, დაავიწყდათ წყენა, დედის სიცოცხლეს საფრთხე, რომ ემუქრებოდა, მაკა ჯერ კიდევ გონზე იყო და ბიჭს სთხოვა ზურა ენახა, ისიც დასთანხმდა დედის სურვილს. ზურას წინ იდგა მისი ახალგაზრდობა, ის ბიჭი რომელიც ცხოვრებამ დაკარგა, ზურამ შვილს ხელი მოჰკიდა ხელზე, ცრელები გადმოსცვივდა თვალებიდან, მას საუაბრი არ შეძლო, თვალებით გადმოსცემდა ყველა ტკივილს და მწუხარებას, ამასთან ერთდ ეღიმებოდა კიდევაც ოდნავ, რადგან მან მიხვდა ვინ იყო მასთან მისული. ექიმების მიდუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ შეძლეს მაკას და ზურას გადარჩენა, სოფელში დაკრძალეს ერთ სასაფლაოზე ორივე, გვერდიგვერდ, ერთი წლის თავზე ზურას საფლავზე შავი ვარდი ამოსულიყო, რომლიც ისე გაიტოტა რომ მაკას საფლავს სწვდებოდა და თითქოს ეფერებოდა მის მარმარილოს ქვაში გამოკვეთილ მაკას ფოტოს. მარადისობაში გადავიდა მაკას და ზურას სიყვარული, იქ ხომ არავინ შეუშლის მათ სიყვარულს ხელს, იქ ხომ არავის დააშორებს მათ ერთმანეთს, არავინ არ იფიქრებს მის თავზე და არავინ შეეწინააღმდეგება მათ სიყვარულს, უკუდეგანოდ გადაშლილ მინდორში ისეირნებენ ერთად, სადაც ფერადი ყვავილები და ჩიტების გალობა ისმის. აქ არ დასცალდათ სიყვარული, იქ ხელს არავინ შეუშლით მათ...

0
265
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0