x
საკონცერტო ფრაგმენტი

როგორც წესი ხშირად აკრედიტაციის გარეშე ვწერ და ვამზადებ ფოტორეპორტაჟებსაც, რადგან ეს სფერო ჩემთვის ისეთივე ინტიმური და თავისუფალი პირადია, როგორც ლექსების წერა, ან თუნდაც ტილოზე რაიმე ნაწარმოების გაცოცხლება და ზოგადად ხატვა.ხშირია ჩვენს დროში საერთაშორისო ტიპის გასტროლები თუ ფესტივალები, მაგრამ ფოტოკოლაჟში ასახული საკონცერტო ფრაგმენტი იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დაკვეთით ავრორას კინოთეატრის სცენაზე ჩატარდა, რომელიც ქალაქ ფლორენციაში გასული წლის საახალწლო დღეებს საქველმოქმედო ფორმატში მიეძღვნა და მომღერალ ნატო გელაშვილის სოლო კონცერტთან ერთად ნანილას ორივე თაობის შემოქმედებითმა ჯგუფმაც მიიღო მონაწილეობა.ცხადია მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველთვის სასიამოვნოა და ყურადღების ცენტრის ქვეშ ექცევა, მაგრამ საყურადღებოა საქართველოს მოქმედი ხელუსუფლებები როდის შეიმუშავებენ ევროპული დონის კონცეპტუალურ პოლიტიკას, რომელიც უპირველეს ყოვლისა უშუალოდ საერო ფასეულობებს უკავშირდება, რაც პირდაპირ პროპორციულად მშობლიური კურსის გატარებას მოიცავს არსებულ სახელმწიფოში საერთაშორისო დონის პარამეტრის გათვლით და უზეინკლო ქვეყანაში აღარ დაგვჭირდება მოწვეული ხელოსნების მიერ ჭერახდილ აეროპორტში მგზავრობა და კასკადებით სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში სიარული და სხვა რეგრესული რეფორმების ტყვეობაში ყოფნა(მედიკამენტების უსახსრობა, ჰიგიენის არ ქონდა და ლეღვის ფოთოლის ძებნა), რადგან ახლა მაინც არის იმის ფართო შესაძლებლობა და უფრო მეტი რესურსი მსოფლიოში, რომ ნებისმიერი დარგის პერმანენტულად აღორძინება და მისი სტანდარტების დამკვიდრება მოხდეს სამშობლოში- თუკი კეთილი ნება საერო და სახელისუფლებო ბანდას საერთოდ გაგაჩნიათ ქვეყანაში!


კონცერტი


ჯორჯიანა


23.05.2019

ფირენცე/იტალია

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0