x
image
ზოგადი განათლება
''პრაქტიკოსის'' სტატუსის მქონე 33 405 მასწავლებელი 2020 წლიდან აღარ იქნება

2020 წლიდან სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება!


image


რამდენი დარეგისტრირდა ზაფხულის მასწავლებელთა გამოცდისთვის?
„ზაფხულის გამოცდაზე ამ დროისთვის რეგისტრირებულთა ძალიან მაღალი ციფრია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 24 მაისს 6 საათზე სრულდება რეგისტრაცია, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. 36 668 პრაქტიკოსი მასწავლებელია სულ, აქედან საჯარო სკოლაში 33 405, თუ აქედან 23 ათასამდე მასწავლებელი უკვე დარეგისტრირებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა აცხადებს სურვილს გაიაროს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. მასწავლებლებს ახლა ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა დაადასტურონ კომპეტენცია. ახლა არის მოკლევადიანი კურსი, განმეორებითი გამოცდის მოსამზადებლად, შემოდგომაზე, შედარებით გრძელვადიანი კურსები მზადდება. პრაქტიკოსი მასწავლებლები ჯერჯერობით სკოლაში დარჩებიან, ერთწლიანი ხელშეკრულება ექნებათ, თუ მოვა ახალგაზრდა კადრი, ან კადრი რომელსაც ექნება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ცხადია მას მიენიჭება უპირატესობა. თუ არ მოვა, ხელშეკრულება გაუგრძელებათ. აქედან გამომდინარე, რისკის ქვეშ არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები. ეს არის ბოლო შანსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, მათი ოდენობა სკოლაში მილევად რეჟიმში იქნება, “ – აღნიშნა მაია ინასარიძემ.
მაია ინასარიძემ საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებით მინისტრის ინიციატივაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 33 405 პრაქტიკოსი მასწავლებელია საჯარო სკოლებში, მათგან 12 697 არის საპენსიო ასაკის. 547 პედაგოგი არის 80 წელს გადაცილებული, 1552 კი 75 და მეტი ასაკის.
0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0