x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ მითანხმებთ?" - სააკაშვილი თანაპარტიელებს მიმართავს

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით დაპირისპირება კვლავ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, შუალედური არჩევნების დღეს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საკუთარი პოზიცია ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებული საპროტესო აქციების შესახებ დააფიქსირა და პარტიის წევრებს უფრო მეტი გახსნილობისკენ და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მელიას ამ განცხადებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა, სადაც მან თავის თანაგუნდელებს იგივე კითხვით მიმართა: "მესმის, დავები, კრიტიკები სააკაშვილი ჩვენ არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ მითანხმებთ თქვენს განცხადებებს? მოდით ყველამ წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზანთან, ეგ იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, გამიხარდება. თუმცა, ადგილზე დგომა და ერთმანეთის ჯიჯგვნა არ არის ვარიანტი. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და გავანგრიოთ ყველაფერი" - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.



0
130
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
130