x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"იხვის ჭუკიდან - ულამაზეს გედამდე" - მეგან ფოქსის წარმოუდგენელი გარდასახვა

image


"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი მეგან ფოქსი ბავშვობის ადრეული წლებიდან მოყოლებული, საკმაოდ მეამბოხე სულის იყო, როგორც თავად მსახიობი იხსენებს, მის ხასიათს არა მხოლოდ მშობლების ადრეულმა განქორწინებამ, არამედ მამინაცვალთან მისმა დაძაბულმა ურთიერთობამაც საკმაოდ უარყოფითი კვალი დააჩნია. გოგონა სახლიდან მალევე წავიდა, ვინაიდან ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება სურდა.


image


16 წლის მეგან ფოქსი ბავშვობის ოცნებამ ჰოლივუდში ჩაიყვანა, თუმცა გოგონას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მან ათასობით პროვინციელი გოგონა იგივე ოცნებით, ჰოლივუდის ხეივანში აღმოაჩინა. თავიდან ის მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს იღებდა, მაგრამ დამწყები მსახიობი მალევე მიხვდა, რომ ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დაეწყო.


image


მეგან ფოქსმა 2007 წლიდან მთელი დანაზოგის "ჩადება" საკუთარ გარეგნობაში დაიწყო. მან არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მამოპლასტიკიდან დაწყებული, მეგანმა სილამაზის სტანდარტების დევნაში თითქმის ყველაფერი - ტუჩების ფორმა, ყვრიმალები და უფრო მეტიც, თვალის ჭრილიც კი შეიცვალა. მისი გარეგნობა წლიდან წლამდე წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა, სანამ ერთ დღესაც, ჩვეულებრივი, პროვინციელი გოგონა საბედისწერო ლამაზმანად არ გარდაიქმნა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
224