x
image
ეკა ლაცკა
ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სესხისა და ვადაგადაცილებული სესხების შესახებ
image

სესხის ხელშეკრულება – გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ინტერნეტ ვებ- გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის გაფორმებაზე ნების გამოვლენა მსესხებლის მიერ ხდება მისი შინაარსის გაცნობის შედეგად, ელექტრონული ფორმით, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ამის შედეგად მსესხებელი იზღუდება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

სესხის ხელშეკრულება წარმოშობილად ითვლება თუ


image


არსებობს შემდეგი ელემენტების ერთობლიობა : სესხის ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით და გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის საგანს.


ვადაგადაცილებული სესხები

image

საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მომხმარებლები ხშირად დაუფიქრებლად იღებენ კრედიტს და შემდეგ ვერ ახერხებენ თანხის გადახდას.


რა უნდა ვიცოდეთ მომსახურებით სარგებლობამდე და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან სესხის გაპრობლემება

*კრედიტით სარგებლობამდე მნიშვნელოვანია ყურადღებით გაეცანოთ მის პირობას;

*დავაკვირდეთ რა რაოდენობას შეადგენს საპროცენტო განაკვეთი, დამატებით საკომისიოები და გადასახადი თანხის ოდენობა.

*დეტალურად უნდა წაიკითხოთ სესხის ხელშეკრულება, სანამ პროდუქტით ისარგებლებთ.

*ხელშეკრულების თავსართში მოცემულია ინფორმაცია ხარჯების და ფინანსური რისკების შესახებ. იმისათვის, რომ სესხი სწორად შეარჩიოთ და თავიდან აირიდოთ პრობლემები, აუცილებელია უნდა განსაზღვროთ თქვენს ფინანსური მდგომარეობა, გაითვალისწინოთ შემოსავლის ოდენობა და ისე ისესხოთ თანხა.


image

კრედიტი პრობლემურად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა ძირი თანხისა და პროცენტის გადახდა 90 დღით ან მეტი ხნით გვიანდება.

ბანკები თითოეულ კრედიტს ანიჭებენ თავის კატეგორიას მომხმარებლის გადახდებიდან გამომდინარე.

ეს შეიძლება იყოს :

1. სტანდარტული

2. საყურადღებო

3. არასტანდარტული

4. საეჭვო ან უიმედო.

თუ მსესხებელი ვერ შეძლებს სესხის დაფარვას და მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებლო წარმოება, მისი მონაცემები დაფიქსირდება მოვალეთა რეესტრში.

ეს კი გულისხმობს იმას, რომ ის ვერ შეძლებს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვას, გაჩუქებას, სხვისთვის გადაცემას.

სესხის აღებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ უზრუნველყოფილი კრედიტების მიმართ. გამოითვალეთ გადასახადი თანხის ოდენობა და დაფიქრდით რა რესურსით შეძლებთ სესხის გადახდას.

image

სესხს ხშირად შვების კია, საგანგაშო პრობლემის შექმნა შეუძლია. თავიდანვე სწორად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და რაც მთავარია აუცილებლად გაეცანით სახელშეკრულებო პირობებს.


0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0