x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"თუ მეგრელი ხარ, ესე იგი..." - რას წერენ ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი მეგრელებზე

image

სამეგრელო - „ოქრომრავალი კოლხეთი“, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ. ძველი კოლხებისა და ლაზების მოდგმის ხალხის სამშობლო.

აი, რას წერს მეგრელებზე ორი ბუმბერაზი ქართველი ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი :

“,

ილია ჭავჭავაძე

image

“,

*თუ მეგრელი ხარ, ე. ი ყველაზე დიდი ქართველი ხარ! იმიტომ, რომ კოლხეთის სამეფო იყო პირველი კოლხური წარმონაქმნი მაშინ, როდესაც არ არსებობდა, ერთი კრებითი სახელი ქართველთა საქართველო!

*თუ მეგრელი ხარ ე.ი ძალიან ამაყობ, ამაყობ იმიტომ, რომ საქართველოს უძველესი შვილი ხარ!

image

*თუ მეგრელი ხარ ე.ი ღმერთმა ორი მშობლიური ენა მოგცა ოდითგან კოლხური - ზანურ - ჭანური, რომლის მემკვიდრეა რა თქმა უნდა მეგრული და რა თქმა უნდა ქართული, მშობლიურია ორივე ჩემთვის!

*თუ მეგრელი ხარ ე. ი ტკბილი მეგრული ნანა გსმენია დედისა!


image

*თუ მეგრელი ხარ მორდიობა შენთვის ძალიან დიდი რამაა!

*თუ მეგრელი ხარ ტერენტისიანი ხარ!

*თუ მეგრელი ხარ ძალიან დიდი ქართველი ხარ და დანარჩენი საქართველოს დედა ბოძი ხარ!

"სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო!

image

ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა...

image

მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც"...

““

იაკობ გოგებაშვილი

image

“,

მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს.

მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება...

შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში...

მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით...

გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.

ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან...

თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...“


34
3396
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3396
  
2021, 15 ნოემბერი, 0:05
:-)
იყოს ელგუჯა რაკი მოგწონს ეს სახელი. :)
ღმერთი თუ არ გწამს შე კარგი დედის გაზრდილო, რა იცი ეს მიწა წმინდაა თუ ხატზე გადაცემული? :)
ბნელი და ყრუ აზრები???!!!
მდა, "ეტო უჟე პერებორ"!!! :)
თუ დავპირდი რამეს ავუსრულებ, ისე ენას არ ვისველებ, არ მიყვარს ბაქიბუქა ხალხი.
იყოს მზადყოფნაში, აბა დაცემულს და დაწოლილს ხომ არ დაარტყამ წესიერი კაცი?!
:)
2021, 15 ნოემბერი, 0:00
ნურავის დაემუქრები ელგუჯა, თორემ მოწინააღმდეგეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვან ამით. :D
უკრაინაში დაბადებულს, ამ წმინდა მიწაზე, ამ კეთილშობილი ხალხის გარემოში მოვლენილს რატომ გაქვს ესეთი ბნელი და ყრუ აზრები???
2021, 14 ნოემბერი, 23:58
შენ ისე ხარ ჯაბა, როგორი ბაგრატიონ-მუხრანსკიც მე ვარ.
:)
ჯაბა არც არასდროს მყვარებია, მაგრამ მხედრიონელებში მეგობრები მყავს, ვაჟკაცს მტერშიც ვაფასებ არა თუ ქართველებში.
2021, 14 ნოემბერი, 23:56
ბევრჯერ გავაქილიკე "მეგრული" კოლხური ცივილიზაცია ნამდვილად, რადგან კოლხური ცივილიზაცია არ არის მეგრული და ძელ კოლხებს არავითარი გენეტიკური ბმა არ აქვთ თანამედროვე საქართველოში მცხოვრებ ხალხებთან.
როდესაც ხალხებს კულტურა და ისტორია აკლდებათ ზუსტად მაშინ მიედებიან ხოლმე მკვდარ ცივილიზაციათა სამანებს და იტაცებენ ყველაფერს რასაც მატიანემ ესე დაასაჩუქრა დიადი ის მკვდარი ცივილიზაცია.

ამაზე ნუ შევჩერდებით, უკვე სასაცილოა.
2021, 14 ნოემბერი, 23:55
დაბლოკილი რომ არ გყავდე კომენტარს თავისუფლად დავდებდი ან ლაიქებს, იმედია დისლაიქების დადებასაც არ დამაბრალებ. :)
2021, 14 ნოემბერი, 23:54
თუ პუტკუნა ხარ ვერ ვიქნებით ერთი წონის, შესაძლებელია. :)
ნარცისი ნუ ხარ ზურმუხტისთვალებავ, საკუთარი საზომით ნუ ზომავ სხვის დონეს, თორემ შეცდები ერთხელ, მეორედ და ჩვევად გექცევა დამიჯერე. :)
2021, 14 ნოემბერი, 23:51
მუქარა არ მიყვარს, თუ დაპირდები ვინმეს რამეს უნდა შეუსრულო და ისე მუქარა ბაქიბუქი გამოდის. :)
არა, ხომ თქვი ომარიშარა (სოფელია რომ იცოდე აფხაზეთში კოდორის ხეობაში) გაქვს ალტერნიკადო?
მე კი გეუბნები: მიდი ინტერმედიის ოფისში და თუ ჩემს იპ-ზე ფიქსირდება მეორე აქაუნთი შენ ბოდიშს მოგიხდი და წავალ აქედან მეთქი!
რა გინდა თქვა "გიჟის ენა გიჟმა იცის"? ანუ მე კი მთვლი გიჟად, მაგრამ არც მე ვარ ნაკლებიო ასე გამოგდის უნებურად. :)))
შეურაცყოფა?-გინება არ მახასიათებს, ოჯახს არ შევხებივარ, გოგონა სალანძღავი სიტყვა ნამდვილად არაა. :)
"ნაშების" გარეშე აბა როგორ გამოვა, ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ;)
2021, 14 ნოემბერი, 23:45
მე საქართველოში და მით უფრო აფხაზეთში არ დავბადებულვარ, უკრაინაში ქალაქ ხარკოვში დავიბადე და გავიზარდე.
დევნილად არ ვთვლი თავს მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინაპრების და შესაბამისად ჩემი ფუძე სოხუმშია.
სხვათაშორის ვიღაც გადამთიელი კი არა ჩემი სისხლი და ხორცი აფხაზი ცხოვრობს იმ სახლში ცხონებული ბაბუაჩემის თხოვნით, მისივე დეიდაშვილი.
უბედურებაში?! :)
რატომ უნდა ვგრძნობდე თავს უბედურად?
სახლი მაქვს და ოჯახი, სოციალური დახმარების იმედად არასდროს ვყოფილვართ და ღმერთმა დაგვიფაროს როდესმე გავხდეთ. :)
2021, 14 ნოემბერი, 23:41
იმ შენს სათაყვანებელ ტარიელს სათქმელი პირში ვუთხარი და არა ზურგს უკან.
ელგუჯა რომ დაერქვათ სახელად ელგუჯა მეწერებოდა დაბადების მოწმობაში და პასპორტში ზურმუხტისთვალებავ.
გუჯა, მქვია და თუ ასე მოგწონს დამიძახე ელგუჯა ვალი დამედება თუ რა?!
:)
ბევრჯერ გააქილიკე კოლხური ცივილიზაცია, აბა კარგად გაიხსენე! :)
2021, 14 ნოემბერი, 23:33
ჯაბა ვარ ჯაბა, ოღონდ ის ჯაბა არა შენ რომ გიყვარს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10