x
image
გემი დალანდი
10 ფაქტი მამაკაცებზე, რომელთა შესახებ თავადაც არ იციან
რატომ არიან მამაკაცები უფრო თავდაჯერებულნი, უფრო კარგად გამოიყურებიან უძილო ღამის შემდეგ და არ ჩქარობენ დედის მზრუნველობისგან “თავის დაღწევას"?

ამ სტატიაში საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ მამაკაცებზე.


1.მელოტი მამაკაცები უფრო ძლიერები და მაღლები ჩანან

imageსოციალური ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ მელოტ მამაკაცებს გარშემომყოფნი უფრო მაღლებად, ძლიერებად და ჭკვიანებად თვლიან. გარდა ამისა, ითვლება, რომ ლიდერული თვისებები მათ უფრო მეტად აქვთ განვითარებული.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მელოტ მამაკაცებს უფრო პატიოსან ადამიანებად მიიჩნევენ გარშემომყოფები.


2.უფრო წარმატებულნი არიან სიტყვით გამოსვლისას

imageმამაკაცები ღრმად არიან დარწმუნებულნი თავისი მოსაზრების სისწორეში. გარდა ამისა, ურთიერთობისას, ისინი ქვეცნობიერად თავის დომინანტობას და ავტორიტეტს ავლენენ. მამაკაცები, როგორც წესი, არ არიან მგრძნობიარენი აუდიტორიის რეაქციების მიმართ. სწორედ ამიტომ, მამაკაცთა უმრავლესობა, წარმატებით გამოდის სიტყვით.


3. ბიჭები 30%-ით უფრო ხშირად ანებებენ სწავლას თავს

imageამ ფაქტს მკვლევარები იმით ხსნიან, რომ ისეთი დარღვევები, როგორიცაა ჰიპერაქტიურობა და დისლექსია, ბიჭებში უფრო ხშირად გვხვდება. ყურადღების მოკრება და მობილიზება მათ უფრო უჭირთ და სოციალური და ქცევითი უნარებიც უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული, გოგონებთან შედარებით.მსაინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიჭი-გენიოსების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე გოგო-გენიოსების.


4.გადაჭარბებულად აფასებს თავის შესაძლებლობებს

imageსაქმე იმაში კი არაა, რომ მამაკაცებს თავის თავში და შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ ეპარებათ, არამედ იმაში, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ ამ ეჭვებმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეაფერხონ. მაგალითად, ისინი თამამად წამოაყენებენ თავის კანდიდატურას ისეთ თანამდებობაზე, რომლის მოთხოვნების მხოლოდ 60%-ს აკმაყოფილებენ.

ქალები კი პირიქით, თავის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებენ და ჰგონიათ, რომ ყველაფერს 100%-ით უნდა აკმაყოფილებდნენ, თუნდაც სხვა მამაკაცებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ.


5.მამაკაცთა 27% 27 წლამდე მშობლებთან ცხოვრობს

imageწლებთან ერთად იზრდება იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც მშობლებთან ცხოვრობენ. ქალებში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ ნაკლებია. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ მამაკაცები გვიან ოჯახდებიან. თუმცა, აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მშობლები, მით უფრო კი დედები, უფრო შემწყნარებლები არიან ვაჟების მიმართ, რომლებიც 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან საკუთარ თავსა და ცხოვრებაში, ვიდრე ამავე ასაკის ქალიშვილების მიმართ.


6.მამაკაცებს ფრჩხილები უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე ქალებს

imageსხვაობა ზრდის სიჩქარეში დაახლოებით 20%-ია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრჩხილები სწორედ მამაკაცს აქვს. ინდოელი შრიდჰარ ჩილალას ფრჩხილების სიგრძემ, რომელსაც 1952 წლიდან არ იჭრიდა, 909, 6 სმ-ს მიაღწია, რაც ლონდონური ავტობუსის სიმაღლეს უდრის.

image


7.ადვილად გადააქვთ გამოუძინებლობა

imageკვლევებით მტკიცდება, რომ უძილობით გამოწვეული სტრესის მიმართ მამაკაცის ორგანიზმი უფრო ამტანია. ისინი ადვილად ახდენენ თავისი სარეზერვო ძალების მობილიზებას და შეუძლიათ ადვილად გაართვან თავი ამა თუ იმ დავალებას. გარდა ამისა, გამოუძინებლობა, ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცების მეხსიერებაზე არ მოქმედებს.


8.შეუძლიათ ხმის მიხედვით გამოიცნონ ადამიანის გარეგნობა

imageადამიანის ხმა ყოველთვის როდი შეეფერება მის გარეგნობას. თუმცა, უფრო ხშირად, სწორედ მამაკაცები ხვდებიან ხმის მიხედვით როგორი გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, იქნება ეს: წონა, სიმაღლე, სახის ნაკვთები...


9.ანელებს სიარულის სიჩქარეს იმ ადამიანთან, ვინც უყვარს

imageკვლევების თანახმად, თითოეულ ადამიანს სიარულის ოპტიმალური სიჩქარე აქვს, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საყვარელი ქალის გვერდით მამაკაცი გაუცნობიერებლად ანელებს ნაბიჯს, რომ პარტნიორის სიარულის ოპტიმალურ სიჩქარეს მოერგოს. მეგობრებთან ერთად სეირნობისას მსგავსი ჰარმონიზაცია არ ხდება.


10.ქალებთან შედარებით, ნაკლებად იღიმის

imageსაშუალოსტატისტიკური მამაკაცი დღეში დაახლოებით 8-ჯერ იღიმება.ქალები კი დღეში დაახლოებით 62-ჯერ. ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცები უფრო და უფრო იშვიათად იღიმიან. ბოლო წლებში რამდენიმე კვლევა ჩატარდა, რომლებმაც ეს ფაქტი დაადასტურეს. თუმცა, ამის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.



0
309
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0