x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"სირცხვილი მე!" - ნახეთ, რას წერს ნიკა გვარამია აღაიანში მომხდარ შემზარავ მკვლელობაზე
image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სოფელ აღაიანში მომხდარ საზარელ ტრაგედიას ეხმაურება.


როგორც გვარამია წერს, ექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!


"ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!


ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.

ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ - დიახ. რატომ? იმიტომ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.

სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!

ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!"- წერს გვარამია.


ცნობისთვის, სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ 7 თვის შვილი მოკლა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:

0
167
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0