x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454644
ვლადიმერ ზელენსკის პირველი თამამი გადაწყვეტილება - ახალი პოლიტიკური რეალობა უკრაინაში

image

20 მაისს კიევში ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენით უკრაინაში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. ამას ბევრი რამ განაპირობებს. პირველი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი ახლა იქნება ყოფილი მსახიობი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. მეორე ის, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედები და მოლოდინები უკავშირდება, იქნება ეს კორუფციასთან ბრძოლა თუ ქვეყანაში არსებული ზოგადი რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. მესამე კი ის არის, რომ ყველა ის პრობლემა, რომელსაც თავი
ვერ გაართვა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ და მთავრობამ, ახლა ახალი პრეზიდენტის მოსაგვარებელი იქნება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ხალხი აღარ გაიხსენებს, როგორი რეალობა ჩაიბარა ზელენსკიმ, ისინი მხოლოდ შედეგების მიხედვით განსჯიან მას.

გამოწვევებს შორის იქნება რუსეთთან ურთიერთობაც. მან დონბასში ომის დასრულება უპირველეს ამოცანად დაასახელა, მაგრამ ამის მიღწევა როგორ შეიძლება ჯერჯერობით უცნობია.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმირ ზელენსკიმ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. საკუთარ სიტყვაში ინაუგურაციისას მან სამი მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება:

1. პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა;
2. ზელენსკიმ დაავალა პარლამენტის წევრებს მიიღონ კანონი, რომლითაც გაუქმდება დეპუტატების იმუნიტეტი ანუ ხელშეუხებლობა და აიკრძალოს გამდიდრება;
3. პარლამენტმა მიიღოს ახალი საარჩევნო კოდექსი.

ამ განცხადებების შესრულება ზელენსკიმ მალევე დაიწყო. ინაუგურაციიდან ერთი დღის შემდეგ მან ხელი მოაწერა ბრძანებას პარლამენტის ვადამდელი დათხოვნის შესახებ და საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს დანიშნა. იხილეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0