x
გაიცანით ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
image


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და სამ ბუნების ძეგლს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვანის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300 - 600 მეტრს შორის მერყეობს.


image

image



საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს, გამომდინარეობს სახელწოდება „ვაშლოვანი“. მისი საერთო ფართობი 35053, 7 ჰექტარს შეადგენს.


image

image


ნაკრძალად 1935 წელს გამოცხადდა. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებას და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას.


imageimage


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების ალაზნისა და იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.


imageimage

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

imageimage


გაითვალისწინეთ, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე აუცილებელია ვიზიტორთა ცენტრში რეგისტრაციის გავლა. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყაროში მდებარეობს.


imageimage


ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • დაცულ ტერიტორიაზე შესვლის ფასი - 5 ლარი;
  • კარავი -10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5ლარი;
  • პარალონი - 3ლარი;
  • ზურგჩანთა - 5 ლარი;
  • ჭოგრიტი - 10 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (35 ადამიანზე) -130 ლარი;
  • დაცულ ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლის ფასი - 1 ავტომობილი - 5 ლარი;
  • სპორტული თევზაობა - 1 ადამიანი- 5 ლარი
0
213
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0