x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ!" - ნიკა გვარამია

image


სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი -2" -ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ, კასპის რაიონში ჩადენილ სასტიკ დანაშაულს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება, სადაც 17 წლის დედამ შვიდი თვის ჩვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გვიან ღამით საწოლში გაგუდა და თავად სახლიდან გაიქცა. გვარამია საკუთარ პოსტში მშობლებს შვილების ცხოვრებაში უფრო მეტი ჩართულობისკენ და მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, ხოლო სკოლებში კი სექსუალური განათლების სასწრაფო შემოღების ინიციატივით გამოდის: "ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს რა თქმა უნდა არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!


ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.


ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას - დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ - დიახ. რატომ? იმიტმ რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.


სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!


ps სირცხვილი მე, ყოფილ განათლების მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია, იმდენ საქმეში! სირცხვილი მე! " - წერს საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამია.


0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169