x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ბიბლუსი გალერეაში“ ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება
image
23 მაისს, „ბიბლუსის“ დაბადების დღეს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - “ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება.

წიგნს წარადგენენ: „პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი: მაია ალუდაური; პოეტი: შოთა იათაშვილი; მწერალი: ოთარ ჯირკვალიშვილი; წიგნის რედაქტორი: ლია თოფურია დ ა ტელეჟურნალისტი: მარიამო ჯანელიძე.

ალეკო შუღლაძე გახლავთ პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ბალიზე, აზი­ის წამ­ყვან კულ­ტუ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფეს­ტი­ვალ - UBUD WRITERS & READERS FESTIVAL-ზე მი­იწ­ვი­ეს. მისი რომანი - „გადამალვა“ 2017 წელს პრემია „საბას“ მფლობელი გახდა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო რომანი“.image

როგორც ალეკო შუღლაძე აღნიშნავს, რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“, გარკვეულწილად, „გადამალვის“ გაგრძელებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ემიჯნება კიდეც მას.ახალი წიგნი მკითხველს, მსუ­ბუ­ქი იუ­მო­რი­სა და ადა­მი­ა­ნური გრძნო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ღრმა და ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ თე­მებ­ზე ფიქ­რს სთა­ვა­ზობს და უამ­რავ რა­მე­ზე უც­ვლის წარ­მოდ­გე­ნას.


„ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენაზე 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/387290798537109/

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0