x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გელა ჩარკვიანმა გოიმის დასადგენი ტესტი შეადგინა

image
გელა ჩარკვიანი ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„მახსოვს, ახალგაზრდობაში შევქმენი, ასე ვთქვათ, გოიმობის კოეფიციენტის დამადგენელი სოციო-ლინგვისტური ტესტი. მისი ჩატარების შედეგებმა დამარწმუნა, რომ, როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა“. ფრაგმენტი ჩანაწერების წიგნიდან "ნაგარელა" 2

image








გელა ჩარკვიანი სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1963 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი. მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, 1976-1994 წწ. სატელევიზიო გადაცემა "გლობუსის" წამყვანია; 1995-2003 წწ. საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი; 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი; დიპლომატიური საქმიანობა 2011 წელს შეწყვიტა. ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებს. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტ წლიანი ეპიზოდის (1997-2008) საჯარო გამოსვლების ნაწილი წიგნად გამოიცა (ინგლისურ ენაზე). წიგნში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს ეთმობა.

0
559
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0