x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სრული საოცრება საქართველოში! კრუბერის გამოქვაბული, რომელიც დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა
სრული საოცრება! კრუბერის გამოქვაბული!

image

გამოქვაბული, რომელიც დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან ყველაზე ღრმაა და მისი სიღრმე 2190 მეტრია - საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში, არაბიკის მასივში მდებარეობს.

გამოქვაბულს სახელი რუსული და საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძემდებლის, ალექსანდრე კრუბერის პატივსაცემად ეწოდა.


image
/ კრუბერის სახელობისაა :1. ქედი კუნძულ იტურუპზე - /კურილის კუნძულები/, 2. კარსტული უფსკრულები - /ყირიმის მთები/ და 3. კავკასიონზე კრუბერის გამოქვაბული ./

image

პირველად კრუბერის გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს.

მეორედ კრუბერი კრასნოიარსკის სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს.

შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა.


image

რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე, რომელმაც 2140 მეტრზე შეძლო ჩასვლა.


image

მღვიმე იმითაც არის გამორჩეული, რომ იქ მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა .

ამ სილამაზის აღქმა სრულ შოკს იწვევს მნახველთათვის.

image

გამოქვაბულში ბევრია წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული.ერთერთია ის, რომ კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება.

image

კრუბერი, ეს მართლაც საოცრებაა!...

ჩვენი წართმეული აფხაზეთის საოცრება!

მის ნახვას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ...


image


image


imageimage

image

image

image

0
4613
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
4613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0