x
მეტი
  • 26.06.2019
  • სტატია:91596
  • ვიდეო:341046
  • სურათი:453593
აი, რატომ კლავდნენ ძველ საბერძნეთში შეუხედავ ადამიანებს

image

ძველი ბერძნები ყოველთვის "სიწმინდისთვის" იბრძოდნენ, სიწმინდისთვის - ყველა ასპექტში, ამიტომ მახინჯი ადამიანები საზოგადოების სასურველ წევრებად არ ითვლებოდნენ. ყველა, ვინც კი ნორმას ცოტათი მაინც ცდებოდა, ქვეყნისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნეოდა. საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ ფიზიკური ნაკლით დაბადებული ბავშვები, პირდაპირ ქალაქგარეთ მიყავადათ და იქ, მარტოდმარტო, სიკვდილის პირისპირ ტოვებდნენ.


image


როგორც ცნობილია, შავი ჭირის, გვალვის, შიმშილისა და ომიანობის დროს, საბერძნეთის ქალაქებში ყველაზე მახინჯ ადამიანებზე - ანუ "ფარმაკებზე" (ბერძნულად - pharmakos, "მახინჯები") მოთხოვნა იზრდებოდა, მათ ყველგან ეძებდნენ. საგულისხმოა, ის ფაქტიც რომ ძველ საბერძნეთში მკაცრი რიტუალების ჩასატარებლად სწორედ მათ იყენებდნენ. ფარმაკებს ჯერ იმ პერიოდის დელიკატესებით - ლეღვით, ქერის კვერითა და ყველით კვებავდნენ, ტრაპეზის დროს კი მათ სასტიკად უსწორდებონენ, ამცირებდნენ, სცემდნენ, ზოგიერთ ქალაქში ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, მათ უბრალოდ სიცოცხლეს ასალმებდნენ. რასაც კი ფარმაკები მიირთმევდნენ, ღმერთების შესაწირად ითვლებოდა.


image


დროთა განმავლობაში ამ რიტუალმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ ათენში მას აპოლონისა და არტემიდას საპატივსაცემოდ გამართულ - თარგელიას დღესასწაულის პარალელურად, ყოველწლიურად ატარებდნენ. მსხვერპლად კი ქალს და მამაკაცს ან ორ მამაკაცს წირავდნენ.


image


ცხადია, ფარმაკების ფიზიკურმა განადგურებამ ძირეული პრობლების აღმოფხვრა ვერ შეძლო. მაგრამ "განტევების ვაცის" საბოლოო მოსპობამ, ბერძნებს არა მხოლოდ ადამიანების გაერთიანების, არამედ სოციალური დაძაბულობის შემცირების საშუალება მისცა.


0
1124
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1124