x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა საცოლე იმიტომ მიატოვა,რომ ძაღლს ვერ მოუარა
image
მამაკაცმა საკუთარი საცოლე ქორწილის წინ მიატოვა იმის გამო, რომ მის ძაღლს ვერ მიხედა, იუწყება გამოცემა The Sun.მამაკაცი ამბობს, რომ უყურადღებოდ მიტოვებულმა ძაღლმა რამდენიმე შოკოლადის კანფეტი შეჭამა.


28 წლის მამაკაცს საკუთარ საცოლესთან, 27 წლის ახალგაზრდა ქალთან უკვე 4 წელია აქვს ურთიერთობა, ამასთანავე ჰყავს ლაბრადორის ჯიშის ძაღლი, რომელსაც იგი "ოდესმე არსებულ ძაღლთა შორის საუკეთესოს " უწოდებს.


ქორწილის წინ გოგონამ საკუთარ სახლში მოაწყო დაქალებთან ერთად ე.წ. Bachelorette party, თვითონ მამაკაცი კი უქმე დღეებზე მშობლების მოსანახულებლად გამეგზავრა, ძაღლი კი საცოლეს დაუტოვა და თხოვა სანამ გოგონები იმხიარულებდნენ ძაღლი საძინებელში ჩაეკეტა.


" დილის 5 საატზე დამირეკა და მითხრა, რომ ძაღლს რაღაც უჭირს ვერ არის კარგად, ამიტომ ტაქსით ვეტექიმთან გააგზავნა, მთვრალი იყო, ძლივს საუბრობდა...ადგილზე მისულს ისეთი დამხვდა, თითქოს დიდი ხნის ნამტირალევი იყო და ვერც ლაპარაკობდა..მისმა ორმა დაქალმა მითხრა, ძაღლი ცოცხალია მაგრამ ცუდადაა."



როგორც გაირკვა საცოლემ მაგიდაზე შოკოლადი დატოვა, ძაღლმა კი, რომელიც აქეთ იქით დარბოდა, როდესაც ესენი მხიარულობდნენ ტკბილეულობა შეჭამა.


როდესაც წყვილი მამაკაცის სახლში დაბრუნდა, მამაკაცმა გამოუცხადა საცოლეს, რომ ისინი უნდა დაშორდნენ ერთმანეთს და ქორწილიც აღარ შედგება.


ამ ინცდენტის შემდეგ ახალგაზრდა კაცს მეგობრები და ნათესავები თხოვდნენ ეპატიებინა გოგონასთვის და შერიგებულიყვნენ, მაგრამ იგი შეუვალი იყო.


როგორც მამაკაცმა აღიარა, რომ საქმე მარტო ძაღლში არ არის, "მას მთლიანად არასწორი შეხედულება გააჩნია სხვა ადამიანების თუ ცხოველების ცხოვრების მიმართ, ამიტომ მირჩევნია დაშორების განცდები გადავიტანო, ვიდრე იმაზე ვიფიქრო, როდესაც ბავშვი მასთან მარტო დარჩება.მას არაერთხელ ჩაუდენია უპასუხისმგებლო საქციელი, მაგალითად საჭესთან მჯდომი ლაპარაკობს ტელეფონით, გაზქურასთან დარჩა ნივთები, რის გამოც კინაღამ ხანძარი გააჩინა"

0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0