x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„თუ ასე გაგრძელდა, 2020 წლის არჩევნებიც დაახლოებით იგივე შედეგებით დასრულდება" - ამირან სალუქვაძე

image

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:


ჩატარდა მორიგი მცირე საარჩევნო მარათონი.
მხოლოდ მოკლე თეზისებით შემოვიფარგლები ხელისუფლების და დანარჩენი ძალების მისამართით.

ხელისუფლება.

მმართველი ძალა რა თქმა უნდა კმაყოფილია შედეგებით, თუმცა, მათ ადგილას, გაცილებით სიღრმისეულად შევხედავდი პრობლემებს.

ის გარემოება, რომ ქართული ოცნება, აღნიშნულ პოლიტიკურ რეალობაში, უალტერნატივოა, დამშვიდების საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.

ეს წარმატებული (მოგება წარმატებაა, თორემ წარმატებას სხვა რამეს ვუწოდებ) შედეგი გაზრდის შიდაპარტიულ, შიდაპოლიტიკურ და გარე რისკებს. დეტალებს არ ჩავუღრმავდები.

თუ ასე გაგრძელდა, 2020 წლის არჩევნებიც დაახლოებით იგივე შედეგებით დასრულდება. საკითხავი ისაა, ესაა ქართული ოცნების ოცნების (უკაცრავად ტაფტალოგიისთვის) მწვერვალი, თუ მათ მეტი პრეტენზია გააჩნიათ?

დასახელებას ჩავუღრმავდეთ, - "ქართული ოცნება", და მიხვდებით რას ვგულისხმობ.

ასევე, ოცნების ამოცანა უნდა იყოს ხალხის პირვანდელი ნდობის აღდგენა.

ერთიც და მეორეც შესრულებადია, თუმცა ამისათვის მხოლოდ ერთი და ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს.

ოპოზიცია.

ოპოზიციურ ფლანგზე სრული გაურკვევლობაა. ამ დასკვნის საფუძველს მათივე განცხადებების და კომენტარების ანალიზი მაძლევს.

ნელ-ნელა ეხსნებათ გონება. ზოგი მიშას აბრალებს, ზოგი მელიას უწყრება, ზოგიც "ახალი" იდეებით გამოდის.

წავიკითხე, მიშა უნდა დავამარცხოთო, უკან გვწევსო.

ჯერ ერთი, ხელისუფლებაში იყავით და თითი არ გაანძრიეთ დასამარცხებლად. მეორე, სააკაშვილი თუ ვინმეს უკან სწევს, ენმ-ია. ჰოდა, თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ თქვენი თავი გწევთ უკან.

ისე, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც სწევდა უკან თავის პარტიას, ოღონდ არა მხოლოდ ის, ბევრი სხვაც.

ცალკე თემაა ვინ და რა სწევს უკან ენმ-ს და აქაც არ შევალ დეტალებში. უბრალოდ, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს ეს რატომ უნდა ადარდებდეს, ესაა ღიმილის მომგვრელი.

ასევე, საუბრებია, უნდა გადავლაგდეთო, ახალი პლატფორმა უნდა შევქმნათო, ოღონდ პროდასავლურობის პრინციპითო.

რომელი ძალაა პროდასავლური? ის კი ვიცი, პროდასავლურობაზე რომ ისერავენ ვენებს, ზოგიერთები, და რუსეთთან ეძებენ კონტაქტებს. ამ დროს მთავრობამ რომ რაიმე დააპიროს, დაასამარებენ.

ჩვენთან პროდასავლურობას ეძახიან ევროსტუქტურებში ინტეგრირების დეკლარირებას, რაც სულაც არ ნიშნავს პროდასავლურობას (კიდევ ერთხელ უკაცრავად). თურქეთი ნატოს წევრია, პროდასავლურია?

უამრავჯერ მაქვს დაწერილი, რომ პარტიები ფასეულობებზე, პრინციპებზე, იდეოლოგიაზე დაყრდნობით უნდა აიგოს. გასაგები უნდა იყოს პარტიის ადგილი პოლიტიკურ სპექტრში (მემარცხენე, ცენტრისტული და სხ.) და ა.შ.

ზოგადი დასკვნები.

"ყველა ერთის წინააღმდეგ" აღარ მუშაობს. აქაც მიზეზებს არ ჩავუღრმავდები.

ე.წ. მესამე ძალა, მიუხედავად დამფიძნებელი ღონისძიებებისა, ჯერ-ჯერობით ძილის რეჟიმშია და გამოღვიძებაც შედეგებს ვერ მოუტანთ. ამ პროგნოზსაც მარტივი დასაბუთება აქვს. პრინციპში, ამ მოძრაობას აღარც აღვიქვამ მესამე ძალად.

საქართველოში მოსალოდნელია პაშინიან-ზელენსკის სცენარის გამეორება. წარმატებით განხორციელდება თუ არა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მ.შ. იმაზეც, რაც დასაწყისში აღვნიშნე, შესძლებს თუ არა ხელისუფლება ხალხის შემობრუნებას და ხომ არ დააგვიანებს ამ პროცესის დაწყებას.

ესაა სულ, მოკლედ...
აქაც მიზეზებს არ ჩავუღრმავდები, - მზა რეცეპტების და რეკომენდაციების გაცემის დრო დასრულდა.
image

1
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
67
  
2019, 22 მაისი, 12:43
მართალია...
0 1 1