x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯერ ქმარი, ახლა კი ცოლი ხდება მოულოდნელი დაავადების მსხვერპლი - იკერ კასილიასის მეუღლეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ( + ფოტოები )

imageყველა დროის ყველაზე ძლიერი მეკარის იკარ კასილიასის ავადმყოფობამ სრულიად სპორტული სამყარო შეძრა და რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოწმენი გავხდით როგორ განიცდიდნენ და გულშემატკივრობდნენ სუპერ გოლკიპერს მსოფლიო ვარსკვლავები ფეხბურთში და არა მარტო ისინი. შეგახსენებთ, რომ სუპერ მეკარემ ვარჯიშზე გულის ინფარქტი მიიღო და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა განაცხადეს, რომ კასილიასი მომავალში ფეხბურთს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს.ჯერ კიდევ იკარის ავადმყოფობით გულშეწუხებული ოჯახი ახალი "აღმოჩენების" მსხვერპლი გახდა.imageimageimageimage"პორტუს" მეკარის მეუღლემ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა სარა კარბონერომ განაცხადა, რომ კვლევის შედეგად მას კიბოს დაავადება აქვს.ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ძალიან ამაღელვებელი და ემოციური სტატუსი დაწერა: - " წინა შემთხვევიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით და ცხოვრებამ ისევ გაგვაკვირვა. ეს ამჯერად მე მეხება. ამის დაწერა მიჭირს. რამდენიმე დღის წინ ექიმებმა დაადგინეს, რომ საკვერცხის სიმსივნე მაქვს და უკვე ოპერაცია გამიკეთეს.ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საბედნიეროდ, დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინეთ. თუმცა კიდევ რამდენიმე თვე მომიწევს მკურნალობა და გამოსაჯანმრთელებლად ბრძოლა.მშვიდად ვარ, დარწმუნებული გახლავართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.ვიცი, ურთულესი გზის გავლა მომიწევს, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. მე მხარს ოჯახი, მეგობრები და შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი მიჭერს. ამ მომენტში მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა ჟურნალისტებს, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ ჩემს მიმართ და მამხნევებენ ამ რთულ მომენტში და დელიკატურ დროს".

35 წლის სარა კარბონერო, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს კასილიასთან დღეს იმითაა დაკავებული, თუ როგორ აღნიშნოს და გაუკეთოს ორგანიზება საყვარელი მეუღლის კარს მომდგარ 38 წლის იუბილეს.ცნობისათვის წყვილს ორი შვილი - 5 წლის მარტინი და სამი წლის ლუკასი ჰყავთ.imageimageimageimageimageimage





0
320
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0