x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
იცით რაა იღბალი? მე წარმოგიდგენთ მას სურათების სახით და დასკვნა თავად გამოიტანეთ

image იღბალი ხშირად ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ხშირად წარმოუდგენელ სიურპრიზებს უმზადებს. ხშირად გაიგონებთ ადამიანზე "ტანსაცმლითაა" დაბადებულიო, ასეთ ადამიანებს ხშირად უმართლებთ ცხოვრებაში და ალბათ ესაა იღბალი. მე არა ვარ ცრუმორწმუნე და და ყველაფერს ვუყურებ, როგორც ფაქტს, რომელსაც არ მოეძებნება ახსნა.
ჩემს პირად პრაქტიკაში ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩემი კოლეგა წარმოუდგენელმა იღბლიანობამ გადაარჩინა 100%-იან სიკვდილს, საუბარი მაქვს გამნაღმველის მიერ დაშვებულ შემთხვევებზე, როცა გამნაღმველის მიერ დაშვებულ შეცდომას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა აფეთქება, რაც არ მოხდა.
ვფიქრობ სწორედ ესაა იღბალი.
ზედა სურათზე მოზრდილმა ლურსმანმა ადამიანს ფეხის თითებს შორის გაიარა, თან ისე თითი არც კი გაუკაწრავს.
image აქ კი მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანის ნომერი ფრინველმა დაფარა, სათვალთვალო კამერის ობიექტივისაგან.
image სახლის შეძენის მერე ახალმა მფლობელებმა, სახლის იატაკის რემონტისას სეიფი იპოვეს საკმაოდ სოლიდური თანხით.
image როცა იღბლიანი ხარ ნასროლი დანა შეიძლება ტარითაც ჩაერჭოს ფიცარს.
image გოგოს ზვიგენი დაესხა თავს, მაგრამ რატომღაც ზე ბასრი კბილები ბოლომდე არ ჩაასო ბეჭზე და გოგო მსუბუქად გადარჩა.
image სულ რამდენიმე სანტიმეტრი და ხე მანქანას გასრისავდა.
image მომენტი როცა ცხოვრებაში პირველად გიხარია, რომ შენი მანქანა მიწაზე "დაწვა".
image მომენტი, როცა წაქცეულ ხეს შეეძლო ეს მანქანები დაელეწა.
image როცა 100$-ად ნაყიდი კარადის უჯრაში განძს პოულობ.
image როცა სიკვდილს ზედიზედ ორჯერ გადაურჩები.
image როცა პატარა ბავშვი ჯეკპოტს ხსნის.
image როცა ავარიის მერე შენი მანქანა უზარმაზარი ხრამის ნაპირზე ჩერდება.










0
4485
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
4485