x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ულტიმატუმი წაუყება: არ იყიდოს რუსეთისაგან საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400

image ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად, რათა თურქეთმა უარი თქვას რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-400-ის შესყიდვაზე-იუწყება CNBC. ტელეკომპანიის ინფორმაციით აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თურქეთმა უნდა გადახედოს შეთანხმებას რუსეთთან საზენიტო სარაკეტო კომპლექსის შეძენასთან დაკავშირებით და უარი უნდა თქვას კონტრაქტზე და რუსული С-400-ის ნაცვლად ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი "Patriot"-ი უნდა შეიძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს გამორიცხავს პროგრამიდან, რაც თურქეთისათვის მრავალფუნქციური გამანადგურებელ-ბომბდამშენის F-35 "Lockheed Martin"-ის მიწოდებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა აშშ არ დაჯერდება თურქეთისათვის 100 ერთეული გამანადგურების მიწოდების პროექტის შეჩერებას. როგორც ტელეარხი იუწყება ულტიმატუმის უგულებელჰყოფის შემთხვევაში აშშ განახორციელებს სანქციებს ანკარის მიმართ და არც "ნატოს" უარყოფით რეაქციას გამორიცხავს.
"CNBC"-ის ინფორმაციით ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო წინადადება ანკარისადმი.
აქამდე თურქეთმა მრავალგზის განაცხადა, რომ არ აპირებს უარის თქმას რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე.
С-400-ის პირველი პარტია რუსეთ-თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად თურქეთს ივლისში უნდა მიეწოდოს. აშშ-ს განცხადებით, რუსული კომპლექსები შეუთავსებელია "ნატოს" სტანდარტებთან და ანკარას ემუქრება სანქციებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით თურქეთი არ აპირებს უარი თქვას კონტრაქტზე, ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო სარაკეტო კომპლექსი აუცილებლად იქნება ინტეგრირებული "ნატოს" საერთო სისტემაში და აღნიშნული კომპლექსი საფრთხეს არ შეუქმნის "ნატოელ" მოკავშირეებს.
image



0
402
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
402