x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ასტანელმა სტუდენტმა გოგონამ ფეხების საშინელი მოყინვა მიიღო, ძლიერი ყინვისას შილიფად ჩაცმის გამო.

image სტუდენტმა გოგონამ ასტანიდან მიიღო I და II ხარისხის ფეხების მოყინვა, რადგან ქუჩაში გამოვიდა ნეილონის ჩულქებით და მინი ქვედაბოლოთი. ჯამში გოგონა მოხვდა კლინიკაში.
ზამთარში ასტანა ცივი ქალაქების რიგს მიეკუთვნება, რადგან ხშირად ტემპერატურა- 38 გრადუსამდეც ეცემა, სწორედ ასეთი დაბალი ტემპერატურის პირობებში სტუდენტმა გოგონამ არ დაუჯერა დედას და გადაწყვიტა ლექციაზე მოდური ქვედაბოლოთი და ნეილონის ჩულქებით წასულიყო. ასეც მოიქცა და ასე ჩაცმული გაემართა უმაღლესი სასწავლებლისაკენ, თუმცა გზაშივე მიხვდა, რომ საშიში შეცდომა დაუშვა, ძლიერი ყინვის გამო გოგონას თითქმის გაუშეშდა ფეხები და მოძრაობის გაგრძელება ვერ შესძლო, ბედად გამვლელებმა მიაქციეს ყურადღება გოგონას, სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს და სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდოდა ერთერთი გამვლელი მანქანის სალონში მოათავსეს.
გოგონას გაუწითლდა ორივე ფეხი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი შეხედვით ძლიერი მოყინვა დააფიქსირა და გოგონა სწრაფად იქნა გადაყვანილი უახლოეს კლინიკაში, სადაც მას უკვე I და II ხარისხის ფეხების მოყინვა დაუდგინეს. საბედნიეროდ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გოგონა უკვე გაწერეს კლინიკიდან და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. იმ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ კი, სადაც გოგონა სწავლობს, ოფიციალური განცხადება გააკეთა ადგილობრივი მედიით და სტუდენტებს მოუწოდა ცივი ამინდის შესაბამისად ჩაიცვან, ქალაქის მერიას კი მოუწოდა ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს გადახედოს, რათა მოქალაქეებს დიდხანს არ მოუწიოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი ცივ ამინდში.
imageimage

0
180
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180