x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92647
  • ვიდეო:341590
  • სურათი:454679
14 მსახიობი, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა საპირისპირო სქესის როლი

მსახიობები როლისთვის ბევრ რამეს აკეთებენ: მთლიანად იცვლიან იმიჯს, იპარსავენ თავს, ხდებიან, სუქდებიან, ან გარდაიქმნებიან საპირისპირო სქესის ადამიანად.


სტატიაში წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებმაც ოსტატურად შეასრულეს საწინააღმდეგო გენდერის როლი.








ედი რედმეინი

The Danish Girl - დანიელი გოგონა

მოქმედება 1920-იან წლებში ხდება. ფილმი ეინარ ვეგენერის ისტორიას გვიყვება, რომელიც მხატვარი ცოლისთვის ქალის ფორმაში პოზირებს. საბოლოოდ, ეინარი იაზრებს, რომ კაცად ყოფნა აღარ სურს და გადაწყვეტს, მსოფლიოში პირველი სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს. ედი რიდმეინი ორივე სქესის როლს დიდებულად ასრულებს, რისი დამსახურებითაც ფილმი პირველ ტრანსგენდერზე შესანიშნავი გამოვიდა.

image








ანჯელინა ჯოლი

Salt - სოლტი

ანჯელინა ჯოლი CIA-ის ოფიცრის, ეველი სოლტის როლს ასრულებს, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურისთვის მუშაობაში სდებენ ბრალს. სიუჟეტის მიხედვით, ქალ ოფიცერს უწევს, კაცად გადაიქცეს. ანჯელინა ჯოლის საათების გატარება უწევდა საგრიმიოროში, რათა ასეთი დამაჯარებელი ტრანსფორმაციისთვის მიეღწია.

image








გაელ გარსია ბერნარი

Bad Education - ცუდი აღზრდა

პედრო ალმადოვარის ესპანურ დრამაში გაელ გარსია ბერნარი ტრანსვესტიტის როლს თამაშობს. ბერნარის კარიერისთვის ქალის როლის შესრულება ახალი გამოწვევა იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი.

image








კილიან მერფი

Breakfast on Pluto - საუზმე პლუტოზე

კილიან მერფის კარიერაში "საუზმე პლუტოზე" ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი სამუშაო იყო. მისი პერსონაჟი გაურკვეველი ორიენტაციის თინეიჯერიდან მიმზიდველ ქერა ქალად გადაიქცევა.

image








ადამ სენდლერი

Jack and Jill - ჯეკი და ჯილი

ამ კომედიაში ადამ სენდლერი სარეკლამო აგენტისა (ჯეკი) და მისი გიჟი დის (ჯილი) როლს ასრულებს. ჯილი ჯეკის ეწვევა და მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ფილმისთვის მსახიობმა ოქროს ჟოლო მიიღო - ქალისა და მამაკაცის ყველაზე ცუდად შესრულებული როლისთვის.

image








ელ ფენინგი

3 Generations - 3 თაობა

ელ ფენინგიმ თინეიჯერის როლი ითამაშა, რომელსაც სქესის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი და ამ აზრს ვერავინ აცვლევინებს.

image








ჰილარი სვანკი

Boys Don’t Cry - ბიჭები არ ტირიან

"ბიჭები არ ტირიან" რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული დრამაა. ჰილარი სვანკის პერსონაჟი ქალად დაიბადა, მაგრამ პატარა ასაკიდანვე თავს კაცად აღიქვამდა. როლის მოსარგებად მსახიობმა თმა შეიჭრა, იმუშავა საკუთარ ტანზე, რათა ის მეტად დამსგავსებოდა კაცისას, და ერთი თვის განმავლობაში საპირისპირო სქესის იმიჯით იცხოვრა. ამ როლისთვის სვანკიმ ოსკარი მიიღო.

image








რობინ უილიამსი

Mrs. Doubtfire - მისის დაუთფაიერი

"მისის დაუთფაიერი" ბევრი ჩვენგანის საყვარელი ფილმია. რობინ უილიამსის პერსონაჟი, რომელიც მოხუც ქალადაა გადაცმული და შვილების სანახავად ყოფილი ცოლის სახლში ძიძად იწყებს მუშაობას, მაყურებელს ყოველთვის ღიმილს ჰგვრის.

image








ჯონ ტრავოლტა

Hairspray - თმის ლაქი

ამ ფილმში ჯონ ტრავოლტა ედნა ტერნბლედის როლს ასრულებს, რომელიც ზედმეტი წონის გამო 10 წელი სახლიდან არ გამოდის. ტრავოლტას, რომელიც ხშირად სასტიკ პერსონაჟებთან ასოცირდება, ასეთ როლში ნახვა მაყურებლისთვის ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზი იყო.

image








ამანდა ბაინსი

She's the Man - ის კაცია

ამ ფილმში ამანდამ ვიოლას და მისი ტყუპი ძმის - სებასტიანის როლი შეასრულა. ამანდას პერსონაჟს სურს, ყოფილ შეყვარებულს დამუტკიცოს, რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცების თამაში არაა.

image








პატრიკ სუეიზი

To Wong Foo, Thanks for Everything! Julie Newmar - მადლობა ყველაფრისთვის!

ამ ფილმში შესრულებული როლისთვის პატრიკ სუეიზიმ ოქროს გლობუსი მიიღო, როგორც საუკეთესო მსახიობმა. ის დრაგ-ქუინის - მის ვიდა ბოჰემის როლს თამაშობს.

image








ტონი კურტისი და ჯეკ ლემონი

Some Like it Hot - ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

ალბათ, ამ ცნობილ ფილმს აღწერა არც სჭირდება. ყველას უყვარს ორი მუსიკოსის თავგადასავალი, რომელთაც მუსიკალურ ჯგუფში მოსახვედრად ქალის როლის მორგება მოუწიათ. ფილმში შესრულებული როლისთვის ჯეკ ლემონი ოსკარზე იყო ნომინირებული.

image








დასტინ ჰოფმანი

Tootsie - ტუტსი

ნიჭიერი მსახიობის ისტორია, რომელიც მაკიაჟისა და ტანსაცმლის დახმარებით ქალად გადაიქცევა, ყველა თაობის კიდევ ერთი საყვარელი ფილმია. დასტინ ჰოფმანი შესრულებული როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო მსახიობი.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. მსახიობები, რომლებმაც ცნობილი ადამიანების როლი უნაკლოდ შეასრულეს

image


2. რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი

image


3. როგორი იქნებოდნენ მე-20 საუკუნის ლამაზმანები თანამედროვე სილამაზის სტანდარტებით

image

2
2581
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2581
  
28 მაისი, 12:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

ჯეკ ლემონი და ტონი კერტისი
0 1 2