სხვა მე შორიდან გეხუტები, გეფერები თანაც, გილოცავ დაბადების დღეს კაკულია ანა! 2019, 22 მაისი, 0:22 გაზაფხულს მოსდევს სურნელი ვარდის და შენ გამგვანებ იმ ვარდს ძვირფასო, დრო ისე სწრაფად მიქრის და გადის ძნელია ეს დღე არ დააფასო. დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად, მე შენ მოგიძღვნი ლამაზ ლექსს, სადად, ნუ, ჯერ არ ვიცი როგორ დავიწყო თუმცა, როგორმე უნდა გავრისკო. ბედნიერებავ, უღრუბლოვ, თბილო სისპეტაკევ და ნაზო ქალწულო, გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად, მაისის ფერთაგამებისთანას... შენ ზღაპარი ხარ, ტურფა და ცქნაფა, რომელიც ყველას სიყვარულს შთანთქავს, შენი არსობით სამყარო სუნთქავს ჭექავს, ბრწყინავს და სიკეთეს თესავს. ანა, მელევა მე ზედსართავნი ეპითეტნი და ტკბილმეტყველება, თუმცა, იცოდე, რომ ნაზი გრძნობა შენდამი მარად გულში მექნება. მე შორიდან გეხუტები გეფერები თანაც, გილოცავ დაბადების დღეს, კაკულია ანა! პ.ს. გამოუცდელი ვარ, არ ვვარგივარ მწერლად ჩემგან სახსოვრად გიტოვებ სიყვარულით, მარად... 132 შეფასება არ არის
|