x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
დეოდორანტის მეორე მხარე

imageყოველდღიური ჰიგიენის დაცვისას ერთ - ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნივთი გახლავთ დეოდორანტი. მაგრამ, დავფიქრებულვართ კი, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას?! მოდით ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და გავერკვეთ მის სარგებლიანობაში...

სხეულიდან ოფლის გამოყოფა არის ბუნებრივი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის არასასურველ პროდუქტს.image

დეოდორანტი ალუმინის ჰიდროქსოქლორიდის მეშვეობით ავიწროვებს საოფლე ფორეფს, რის შედეგად ოფლის გამოყოფა მცირდება და თქვენ არ გრძნობთ ოფლის სუნს. ამასთანავე, დეოდორანტის გამოყენებით, რომელიც ალუმინს შეიცავს, ირღვევა ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბუნებრივი პროცესი.

ძალზედ დიდი რისკია ანტიპერსპირანტის ახალგაპარსულ კანზე წასმა. გაპარსვის შედეგად დაზიანებული კანიდან და მიკრო ჭრილებიდან ალუმინით დაბინძურებული სითხე ადვილად აღწევს კანქვეშ. მკერდში ალუმინი აკუმულირდება ლიმფური კვანძების საშუალებით, რომელიც იღლიას და მკერდს აკავშირებს და იწვევს ქსოვილების გადაგვარებას.image

ბოლო დროის კვლევებმა დაგვანახა, რომ ალუმინის შემცველი დეოდორანტები გავლენას ახდენს ძუძუს კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადებების განვითარებაზე. ალუმინის ხანგრძლივი ზეგავლენა დეოდორანტის სახით ადამიანის სარძევე ეპითელურ უჯრედებზე იწვევს ქსოვილების დამოუკიდებელ ზრდას ანუ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. მიმდინარეობს დისკუსია აღნიშნულ თემაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი ჩამოთვლილ დაავადებებსა და დეოდორანტის გამოყენებას შორის ჯერ 100%-ით არ არის დამტკიცებული, უმჯობესია, უარი ვთქვათ ასეთ კოსმეტიკური საშუალებებზე, რადგანაც შანსი იმისა რომ ალუმინის შემცველი საშუალებები კარცენოგენურია – საკმაოდ მაღალია!


image

რადგანაც უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი კრიტიკულად არის განწყობილი დეოდორანტში ალუმინის შემადგენლობაზე და მოთხოვნაც გაჩნდა მის ალტერნეტიულ პროდუქტზე, ბევრმა ცნობილმა კოსმეტიკის მწარმოებელმა თავისი პროდუქციის ასორტიმენტში უკვე შეიყვანა დეოდორანტები ალუმინის გარეშე.

image

მაშ რითი ხდება ალუმინის ჩანაცვლება ასეთ დეოდორანტებში? ესენი შეიძლება იყოს ტუტოვანი მინერალები, ეთერზეთები, როგორიცაა, მაგ. ჩაის ხის ზეთი. ასევე, გამოიყენება მცენარეული ექსტრაქტები, თუთია ან ჩვეულებრივი სოდა.

image

შეიძლება, ადრეც გვსმენია ამის შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია ან მნიშვნელოვნად არ ჩაგვითვლია ეს საკითხი. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე უკვე აღარ შეიძლება თავი ავარიდოთ. გამოვიყენოთ ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქტი და ორგანიზმი გვეტყვის მადლობას. რაც უფრო მეტ სასარგებლო, ბუნებრივ მასალებზე დამზადებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გამოვიყენებთ, მით უფრო ავიმაღლებთ ჯანმრთელობის ხარისხს. ვიფიქროთ ამაზე და უარი ვუთხრათ ალუმინს.

დეოდორანტები ალუმინის გარეშე მოიძიეთ აფთიაქებში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
98
შეფასება არ არის
ავტორი:მარ.აფციაური
მარ.აფციაური
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0