x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს"გადამალულ ქონებას" და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება..."

image


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად მის ოჯახს ფლორიდაში სახლი აქვს.


როგორც სააკაშვილი წერს, რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი მის "გადამალულ ქონებას" და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება.


"კიდევ ერთი ზუსტი მაგალითი ივანიშვილის და რუსების თანამშრომლობის. რუსული NTV -ს კორესპონდენტმა ძალიან სახასიათი გვარით GRUnski-იმ გამოაქვეყნა და ქოცებმა აიტაცეს ჩემი "1 მილიონიანი ვილის" ამბავი ფლორიდაში და მისამართიც გამოაქვეყნეს.


ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადაამოწმა და ამ მისამართზე მფლობელი აღმოჩნდა ამერიკული კომპანია, რომელსაც კიდევ 215 მსგავსი სახლი აქვს მფლობელობაში.და ბარემ დანარჩენი სახლებიც ჩემზე გადმოგეწერათ რა იქნებოდა?...


რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს"გადამალულ ქონებას" და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება...რაც არ მაქვს, რას იპოვნიან?...აი დღევანდელ პარლამენტში 40 ოფიციალური მილიონერი უზით ხალხის გაღატაკების ხარჯზე, სწორედ, ამ ჯიუტი ფაქტის გადაფარვას ცდილობენ ჩემს მილიონებზე" ბინძური ლაყბობით...


ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, სუფთა ნაგავია და ვინც იჯერებს-კლინიკური იდიოტი.


ახლა იმედის ჟურნალისტი, ვინმე დევდარიანი მიავლინეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩემი "კუთვნილი სახლების " გადასაღებად..well good luck asshole!"- წერს სააკაშვილი.


რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფლორიდაში ახალი სახლი იყიდა.

ამის შესახებ სააკაშვილის და თემურ ელასანიას ფარულ ჩანაწერში იყო საუბარი.

ჩანაწერში სააკაშვილი და ალასანია ფლორიდაში სახლის შეძენის საკითხს განიხილავდნენ.

გავრცელებულ ჩანაწერებში თემურ ალასანია და მისი მეუღლე სავარაუდოდ, სანდრა რულოვსზე საუბრობდნენ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ ჰოლანდიელ რძალს.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0