x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ
image

ინციდენტი ქალაქ ჰამბურგში მოხდა, მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ახალდაბადებული ჩვილი ტაქსის უკანა სავარძელზე დარჩათ, დედ-მამა როცა სახლს მიუახლოვდა, ერთი წლის შვილთან ერთად ტაქსიდან გადმოვიდა, ჩვილი კი ტაქსიში დატოვეს.


როგორც ჰამბურგის პოლიცია ფეისბუქპოსტში წერს, წყვილმა ტაქსის მძღოლს თანხა გადაუხადა და გაუშვა, როცა მიხვდნენ, რომ ბავშვი დარჩათ, ავტომობილი უკვე თვალს მიფარებული იყო.

image


ამასობაში კი პატარამ კარგა ხანი იმგზავრა, ტაქსის მძღოლმა კიდევ რამდენიმე კლიენტი აიყვანა, შემდეგ კი მიწისქვეშა ავტოსადგომზე დააყენა მანქანა და თვითონ საჭმელად წავიდა, ბავშვი კი ამასობაში მშვიდად განაგრძობდა უკანა სავარძელზე ძილს.


ბოლო-ბოლო ჩვილი მორიგმა მგზავრმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც მძღოლმა პოლიციას გამოუძახა, ჩვილი კი ჯერ საავადმყოფოში შემოწმებაზე წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს იმავე დღეს დაუბრუნეს.



0
306
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0