x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინამ პრეზენტაცია გაუკეთა უკრაინული წარმოების ახალ სატანკო ქვემეხის ლულას

image უკრაინაში ბროვარში გამართულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, სამხედრო დანიშნულების ნაწარმის გამოფენაზე წარმოადგინეს უკრაინული წარმოების ტანკის ქვემეხის ლულა, რომელიც "სტაროკრამატორსკის მანქანათმშენებელმა" ქარხანამ შექმნა.
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში (ქალაქს აკონტროლებს უკრაინის ხელისუფლება) შექმნეს ტანკის ქვემეხი, რომლის ლულა ამა წლის 16 მაისს ბროვარში გამართულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწარმის გამოფენაზე გამოიტანეს პრეზენტაციაზე. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა უკრაინის სამხედრო მრეწველობის ცალკეული საწარმოებიც. რაც შეეხება ახალი უკრაინული ტანკის ქვემეხს-აღნიშნულმა ქვემეხმა გაიარა მთელი რიგი ციკლი შემოწმებისა, აღნიშნული ქვემეხიდან გასროლილ იქნა 700 ერთეული ქვეკალიბრული ჭურვი.
ქვემეხის მწარმოებელი "სტაროკრამატორსკის მანქანათმშენებელი" ქარხანა ასევე აწარმოებს საარტილერიო ლულებს 125 მილიმეტრიანიდან 155 მილიმეტრამდე, როგორც ხრახნილლულიანს ასევე გლუვლულიანს.
კონსტრუქტორების თქმით ახალი უკრაინული სატანკო ქვემეხი "КБА-3" განკუთვნილია ტანკებისათვის "Т-80УД", "Т-84", "Оплот", ასევე სხვა ტანკის მოდერნიზებისათვის, საუბარია ტანკზე "Т-64".
ბროვარში კრამატორსკელმა კონსტრუქტორებმა ასევე წარმოადგინეს ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნი "Бучарда" ახალი საყრდენი ფილის კონსტრუქციით, რომელიც საშუალებას იძლევა 360 გრადუსზე მოხდეს ნაღმსატყორცნიდან ცეცხლის წარმოება, ნაღმსატყორცნისათვის მდებარეობის შეუცვლელად.
image

0
365
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
365