x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
18 წლის ბიჭმა ძველი ნავი იყიდა და ჩინებულ სააგარაკე სახლად აქცია,სადაც დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს
image18 წლის ბილი უოლდენმა 5 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა ძველი გაცვეთილი ნავი, რის შემდეგაც ჭაბუკმა იგი შესანიშნავ საგარაკე სახლად აქცია, ასეთი საჩუქარი გაუკეთა ბიჭუნამ საკუთარ დედას და 11 წლის დას.

image

ბილი უოლდენს ქალაქ ბელდამიდან 8 კვირა და 2 800 ფუნტი სტერლინგი დასჭირდა, რომ ნავი სახლად გადაეკეთებინა.



ბიჭუნა 14 წლის იყო, როდესაც სადურგლო საქმის შესწავლა დაიწყო, პირველად ბიჭუნამ Volkswagen -ის ავტოფურგონი წარმატებით შეარემონტა.ამის შემდეგ ბილიმ უფრო მასშტაბური პროექტის გაკეთება გადაწყვიტა.


image

დედამ, 47 წლის ჯეინ უოლდენმა გადაიხადა ნავში 5 000 ფუნტი სტერლინგი და ბილიც შეუდგა მუშაობას.



"ხალისით დავიწყე საარხე ნავის გარემონტება, ძალიან მაგარია, რომ შევქმენი დასასვენებლი სახლი ჩემთვის, დედასთვის და ჩემი 11 წლის დაიკო მატილდასთვის" ამბობს ბილი.

image

ნავში ჩვეულებრივი სახლისთვის საჭირო ყველა ატრიბუტია, სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი, ბილიმ ცალცალე ოთახები გააკეთა ოჯახის ყოველი წევრისთვის და რაც მთავარია "სააგარაკე-ნავი-სახლი" დაცურავს, პირველი რეისით ბილმა ოჯახთან ერთად არხით ტიუტფილდიდან პრესტონამდე გაისეირნა.

image

"მე ოდნავ ინტროვენტი ვარ-აღნიშნავს ბილი-ჩემი ზოგიერთი თანატოლივით არ მიზიდავს ვიდეოთამაშები დ მსგავსი რაღაცეები, მირჩევნია მხიარულად დრო გავატარო ჩემს სახელოსნოში"

image


ბილის იმედი აქვს, რომ პროფესიონალი დურგალი დადგება(არა და არის უკვე) და უფრო მასშტაბურ საქმეებს წამოიწყებს.


0
185
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0