x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
" შალვა შავგულიძეს "ნაცობაში" როცა ამხელენ, ამ "მიშას ტუტუცს" შეხედონ - ჩერგოლეიშვილი არველაძეზე

image


ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი დირექტორი და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი გიორგი არველაძე საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს: "ყველა პოლიტიკოსი, ვინც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას ქადაგებს ბიძინას ტუტუცია". არველაძის ამ პოსტს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება: "მე კი მჯერა, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსებზე გონიერია და მიუხედავად მათი მოწოდებისა, სწორად იმოქმედებს.


მაგრამ, ალეკო ელისაშვილი, გრიგოლ გეგელია და მათი კოლეგები, შალვა შავგულიძეს "ნაცობაში" როცა ამხელენ, ამ "მიშას ტუტუცს" შეხედონ.


მერე დაფიქრდნენ, თავად ხომ არ უწყობენ ხელს სააკაშვილის ნარატივს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს.


თავად ხომ არ არიან სააკაშვილის სასარგებლო იდიოტები.


თავად ხომ არ მოეთხოვებათ პასუხი სააკაშვილის სასარგებლოდ მოქმედების გამო.


(ივანიშვილზე არაფერს ვიტყვი, რადგან ზოგიერთმა განაცხადა რომ ივანიშვილის შეცვლა თვითმიზანი არ არის)" - წერს ჟურნალისტი.

0
361
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
361