x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ მოდილიანისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

image

მეზეუმების საერთაშორისო დღეს, პროექტის„დიდი მხატვრების შედევრები“ ფარგლებში, „პალიტრა მედიისა“ და „ხელოვნების სასახლის“ ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენებაგაიმართა.

ხელოვნების სასახლემ სტუმრებს 18 მაისს მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლა. საღამო გაიხსნა სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გახსნა გამოფენა - „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიულ კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იყო ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

image
სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველმა დრამერებმა წარმოადგინეს დასარტყამი და სასულე საკრავების შოუ.

დღის დასასრულ, მოსულმა სტუმრებმა „უკვდავთა ბაღში“ გადაინაცვლეს, სადაც საღამო დიდ ეკრანზე ფილმის ჩვენებით დასრულდა.

სტუმრებს, ფილმის ჩვენებამდე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ტილოები, რომლებიც „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში გამოიცა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოდილიანის სამი შედევრიც: “ჟანაებიუტერნი", "დედიესპორტრეტი" და “მწოლიარეშიშველიქალი”, რომელიც 20 მაისს უკვე გამოვიდა.

მე-20 სა­უ­კუ­ნის, ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ელი, ამადეო მოდილიანი პროექტის „დიდი მხატვრების შედევრები“ მე-5 რჩეული მხატვარია.

image
შეგახსენებთ, რომ პროექტის „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში, თვეში ერთხელ გამოიცემა ორიგინალთან მიახლოებული ანალოგებირომლებიც სპეციალურადშექმნილიუნიკალურიტექნოლოგიითიბეჭდებამაღალიხარისხისტილოზედაგადაჭიმულიახისჩარჩოზე.

სასურველ მხატვარსა და მის ნამუშევრებს ირჩევს საზოგადოება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.palitral.ge/mkhatvrebi.html

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0