x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…" - მარიკო ლეჟავა თამთა გოდუაძის შეფასებაზე

image


"ევროვიზიის" გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიური სიმღერის კონკურსის ქართულმა ჟიურიმ მომღერალ თამთა გოდუაძის საფინალო ნომერი 6 ქულით შეაფასა, სოციალურ ქსელში ამ ამბავს მომღერლის თაყვანისმცემელთა მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ხოლო ქართველი ჟიურის წევრების მიმართ არაერთი კრიტიკული შეფასება გაკეთდა. ცოტა ხნის წინ, "ევროვიზიის" ჟიურის ერთ - ერთი წევრი მარიკო ებრალიძე ატეხილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ორი დღეა ვდუმვარ მართლა, აი, ვდუმვარ ამ საზიზღრობაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული, აი, ვერაფრით გამიგია… ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! აი, რომ გაკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო? თუ ფრანგი იყო? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა, მაქამდე გაანადგურეთ გინდა მორალურად, გინდა სულიერად! თქვენ არ ხართ ეგ ქართველები? არცერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ "ქართველისთვის" და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა?

ან ის ადამიანები, ვისზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კომენტარს გააკეთებდა, რაზე ფიქრობთ, ან რას აკეთებთ საერთოდ? რას ამტკიცებთ ჩემი გალანძღვით… თქვენი ნებაა აბსოლუტურად, რას იტყვით ჩემზე, ან ჩემს უნიჭობაზე! მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის, მე რა გავაკეთე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…

არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა, უბრალოდ, ვინც მიცნობს, მათ ხომ იციან და, აი, ვინც არ მიცნობს, ეგ ნაკლებად მადარდებს… ცხოვრებაში არასდროს შური და ბოღმა არ მამოძრავებდა და არასდროს შემიპყრობს ეგ გრძნობა, რასაც ბევრზე ვერ ვიტყვი…

მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? აი, ისე ძალიან ცდებით, რომ მეტი არ შეიძლება… ეს ის დრო იყო, აი, კაკრას მეგობრობით და ახლობლობით რომ ხდებოდა ყველაფერი, თქვენი დრო… და მე იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? დაე! კიდევ იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს…

შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი… მუსიკა ძალიან მიყვარს, მეტი რომ არ შეიძლება, ისე… მაპატიეთ რომ მიკერძოებული არ ვიყავი". – წერს ლეჟავა.



0
574
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
574