x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
7 ფაქტი კანზე: მითი თუ რეალობა?

image


კანი არის ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო და მის მოვლას დიდი ყურადღება სჭირდება. საზოგადოებაში ადამიანის კანის მოვლაზე ბევრი მითია გავრცელებული, ზოგი მიიჩნევს, რომ კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად დღეში 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. მართალია რომ ეს? 7 ფაქტი კანზე, გავიგოთ რომელია მითი და რომელი რეალობა?



image


1. კანი მუდმივად ახლდება


სიმართლეა. კანი - დინამიური ბარიერია ადამიანის შიდა ორგანიზმსა და გარე სამყაროს შორის. ადამიანის კანის ძირითადი უჯრედები -კერატინოციტები, მუდმივად იყოფა და ძველი კანის უჯრედების ახლით ჩანაცვლება ხდება.


image


2. დღიურად 2 ლიტრი წყლის მიღება უზრუნველყოფს ჯანსაღ კანს


ტყუილია. დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობა არ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. გარკვეული წყლის რაოდენობა აუცილებელია კანის საფარის კარგი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენ სითხეს კარგავს ორგანიზმი. შესაბამისად, კანის სიჯანსაღისთვის აუცილებლია მუდმივად მივიღოთ წყალი, როდესაც ორგანიზმი წყურვილს განიცდის.



665


3. სტრესმა შეიძლება გაანადგუროს კანი


სიმართლეა. სტრესი ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის კანის პრობლემების წარმოქმნის. კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე ცხოვრებისული მოვლენები შეიძლება გახდეს ფსორიოზის, ეგზემის და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების მიზეზი. ითვლება, რომ ეს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის აქტიურად გამოყოფის შედეგია.



image

4. შოკოლადის გამო ჩნდება გამონაყარი


ტყუილია. შოკოლადი ბევრ ცხიმს შეიცავს, რა თქმა უნდა, ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. მაგრამ სახეზე გამონაყარის გაჩენა შოკოლადთან არაფერ შუაშია. ხშირად გამონაყარი ჰორმონალური ცვლილებების, ან კანის მიკრობების შედეგია.



image



5. სარეცხი ფხვნილი ეგზემას აჩენს


ტყულია. ნივთიერებებს, რომელსაც სარეცხი ფხვნილი შეიცავს, შეუძლია გაართულოს დაავადება, მაგრამ ვერ გახდება მისი გაჩენის მიზეზი. მას შეუძლია მგრძნობიარე კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ან გამოაშროს, ამიტომ დერმატოლოგები ყოველთვის ხელთათმანების გამოყენებას გვირჩევენ.



image

6. ფრჩხილზე თეთრი ლაქები კალცის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს.


ტყულია. კალცი, რაღა თქმა უნდა, ფრჩხილის სიჯანსაღისთვის აუცილებელია, მაგრამ თეთრი ლაქები, მისი ნაკლებობით არ არის გამოწვეული. საქმე იმაშია, რომ ფრჩხილი ზრდას ფრჩხილის ზედა ნაწილიდან იწყებს, თუ ჩვენ ამ ადგილს დავიზიანებთ, ამ სივცეში შეიძლება დაგროვდეს ჰაერი. სწორედ ეს არის თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზი.



ццц


7. მზე კარგია კანისთვის


მართალიც არის და ტყულიც. მზე სხვადასხვა ტიპის ტალღებს ასხივებს და ისინი განსხვავებულად მოქმედებნ კანზე. მაგალითად UVB სხივების ზემოქმედების დროს ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს, რომელიც ძვლებისთვის აუცილებელია. სხვადასხვა სხივის გამოყენებით დერმატოლოგებს სხვადასხვა დაავადების განკურნება შეუძლიათ, მაგრამ მასთან ფრთხილად უნდა ვიყო. ულტრაიისფერი სხივების ზედმეტმა გამოყენებამ შეიძლება კიბოც გამოიწვიოს, ამიტომ მზიან დღებში აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის - ქუდის, მაისურის ტარება.


მნიშვნელოვანია კანის სისუფთავის დაცვა, თუმცა ყურადღებით შევარჩიოთ კანის მოვლის საშულებები, არ გამოვაშროთ კანი. თუ კანი მიდრეკილია გამონაყარისკენ, არ გამოვიყენოთ ცხიმიანი მაზი.







1
83
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
83
  
21 მაისი, 14:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1