x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
''ვწუხვარ... არ ინერვიულოთ !'' - თამთა გოდუაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

თამთა გოდუაძე ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილ ქულას სოციალურ ქსელში ეხმიანება.



image


თამთა გოდუაძე ქართველ მსმენელს მადლობას უხდის.


''ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ თქვენ არ ინერვიულოთ! გიყვარდეთ ერთმანეთი'', - წერს მომღერალი.



image



ევროვიზიის ქართველმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენდა, 6 ქულა დაუწერა.



ქართველმა ჟიურიმ და მაყურებლებმა ქულები შემდეგნაირად გაანაწილეს


image


1
1026
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1026
  
21 მაისი, 14:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1