x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი "- ზაზა სარალიძის ემოციური პოსტი

image


ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ბოლო ზართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.


როგორც ზაზა სარალიძის პოსტიდან ირკვევა დღეს დათუნას ბოლო ზარი უნდა ჰქონოდა და სკოლა დაემთავრებინა.


"დღეს 2019 წლის 20 მაისს შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!!

არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი იმიერ საქართველოში!!!"- წერს სარალიძე და შვილის ფოტოს აქვეყნებს.


2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოზარდების ნაწილმა ცივი იარაღი გამოიყენა.


დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალნენ დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. სარალიძეს 12 ჭრილობა მუცლის, გულმკერდისა და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.


საქმის გამოძიება ბოლომდე დღემდე არ არის დასრულებული და ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან.


ორი მოზარდის მკვლელობის საქმე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.


როგორც დღეს გავრცელდა ინფორმაცია დათუნას და ლევანის კლასელებმა ბოლო ზარი გარდაცვლილი კლასელების საფლავზე აღნიშნეს.








1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
127
  
დიდი საცოდაობა ! ...და როგორ ახერხებთ ამ საცოდაობის მერე უსამართლო მოსამართლეებო, მკვლელებო და ამ მკვლელების მფარველო ფარისევლებო ცხოვრებას და სიცოცხლეს?!! მოგეწევათ!!! ღმერთი სამართლიანია და მას ჩვენგან განსხვავებით სულაც არ ეჩქარება... მოგეწევათ!!! როცა სულ არ ელოდებით და როცა გეგონებათ, რომ ძალიან კარგად ხართ!!!
0 1 1