x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"სანდრამ, ზუგდიდის მერის არჩევნებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლეც გააზეხერა!!!..."

image


ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ზუგდიდის არჩევნების შედეგებს ეხმაურება.


როგორც ხოფერია წერს, სანდრამ, ზუგდიდის მერის არჩევნებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლეც გააზეხერა!!!...


მისივე თქმით, რულოვსის განცხადებებიდან, მისი ქცევებიდან და დაუფარავი აგრესიიდან გამომდინარე ...... სანდრამ ზუგდიდში, როგორც პოლიტიკოსმა, სეროზული კუში წააგო.


"სანდრამ, ზუგდიდის მერის არჩევნებთან ერთად, საკუთარი პოლიტიკური სიცოცხლეც გააზეხერა!!!...


ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში, ახალი წესრიგის დამყარების მიზნით წამოწყებულ თამაშში, სანდრამ ყველაზე დიდი კუში დადო... და წაასხა...
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე (700 000 ხმა), ნაციონალების პოლიტიკური აქციების ფასი, მართლაც, ანგარიშგასაწევი იყო და მისი დაპატრონების სურვილი და აზარტი სანდრასაც რომ გაუჩნდა, გასაკვირი არავისთვისაა. აბა, ზუგდიდის მერობა სანდრას ისე სჭირდებოდა, როგორც ვირს ნალები, მაგრამ მაღალი რისკი და გაზრდილი ფსონი რეალურად მისცემდა პარტიაში და პარტნიორებში არსებული გავლენების შეცვლის საშუალებას და საკუთარი თამაშის წესების დადგენის შანსს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, "პატრონებთან" და ხელისუფლებასთან ვაჭრობის ახალ ბერკეტებს.


იყო თუ არა სანდრასთვის ზუგდიდის არჩევნები ბოლო აზარტული პარტია, რომლის თამაშის უფლებაც მისცეს?!.. არ ვიცი და მკითხაობასაც არ ვაპირებ... ერთი კი ფაქტია, რულოვსის განცხადებებიდან, მისი ქცევებიდან და დაუფარავი აგრესიიდან გამომდინარე ...... სანდრამ ზუგდიდში, როგორც პოლიტიკოსმა, სეროზული კუში წააგო..


მოკლედ კი, პოლიტიკური სიცოცხლის ბოლო შანსი გააზეხერა....."- წერს ხოფერია.


ცესკოს ინფორმაციით, ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია 54.18 პროცენტით იმარჯვებს.

ამავე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს ხმათა 42.48% აქვს.

სხვა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს. 107 უბნიდან მონაცემები დათვლილია ყველა მათგანში.

0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0