x
image
ეკა ლაცკა
წითელი ღვინის უნიკალური სამკურნალო თვისებები და გლინტვეინის დამზადების წესი

1. წითელი ღვინო სარგებლიანობა

image

* წითელი ღვინო კარგია კუჭის წყლულის დროს - მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას.

* წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება.

* წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს


* გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში.

* წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის აწევა, ასევე ძალების აღდგენა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.

* მას გააჩნია ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

* ამერიკელი მეცნიერები მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, დღეში ორ ჭიქამდე წითელი მშრალი ღვინის მიღებას ურჩევენ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით, შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება.

* წითელი ღვინო მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს.


*ის ზრდის სისხლში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, ხოლო "ცუდს" გამოდევნის.


2. წითელი ღვინოს შემცველობა

image

წითელი ღვინო შეიცავს ვიტამინებს B2, B1, C, D, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, იოდს, მანგანუმსა და ოქროს.

დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავებს, რაც მის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს.

შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს - ფლავანოიდებს.


3. დოზირება წითელი ღვინით მკურნალობის დროს

image

იმისთვის, რომ ღვინოს ჰქონდეს სამკურნალო და არა მავნე ზემოქმედება, საჭიროა ზომიერების დაცვა.

ყოველდღიურად მიირთვით მხოლოდ 50 გრ ღვინო, ეს გახლავთ 3 სუფრის კოვზის ოდენობის. თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთვათ 3 სუფრის კოვზი ღვინო ან გაანაწილოთ სამად და 3- ჯერ დალიოთ 1ს/კ.

ეს აუცილებლად ჭამასა და ჭამას შორის შუალედში უნდა გააკეთეთ.

  • ანემიისა და სისხლდენის დროს: ერთი კვირის განმავლობაში დალიეთ ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

  • გაციების, პნევმონიისა და ვირუსული ინფექციების დროს: დღეში 3-4 ჯერ დალიეთ 50 გრ ღვინო. ის ნახევარ ჭიქა წყალში გააზავეთ და 1 ს/კ თაფლი დაუმატეთ.

  • ტუბერკულოზის დროს: ყოველდღე უნდა მიიღოთ 50 გრ თბილი ღვინო.

  • დიარეის დროს: ასევე დღეში 50 გრ სუფთა წითელი ღვინო უნდა დალიოთ. მას შემკვრელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს.

  • ძილობისა და შფოთიანობის დროს: დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი, 30 გრ წითელი ღვინო.

  • დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებოა გ ლ ი ნ ტ ვ ე ი ნ ი ს მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რ ე ც ე პ ტ ი თ:
image

  • 750 გრ წითელი მშრალი ღვინო
  • 5 ცალი მიხაკის სუნელი
  • 1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • ერთი ცალი ფორთოხალი
  • 2-3 ს.კ. შაქარი
მომზადები წესი :

  • ერთმანეთს შეურიეთ დარიჩინი, შაქარი, მიხაკი და მუსკატის კაკალი. დაუმატეთ 1/2 ჩ.ჭ. წყალი, აადუღეთ, გააცივეთ და გააჩერეთ გადაწურეთ. გააცხელეთ წითელი ღვინო და ჩაუმატეთ ეს ნახარში. ცოტა ხნის შემდეგ ჩააწყვეთ ფორთოხლის ნრგვალად დაჭრილი ნაჭრები. მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ. გადმოდგით, გადაანაწილეთ ჭიქებში და მიირთვით ცხელი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გლინტვეინს ასევე დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი და თაფლი.
0
412
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0