x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
დედოფლისწყაროელი ნიკა ჩიტიშვილი უშუში ევროპის ჩემპიონი გახდა


ნიკა ჩიტიშვილი

22 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს უშუში. ტურნირზე 27 ქვეყნის 900 მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, (ყველა ასაკობრივ კატეგორიაში) დედოფლისწყაროს გუნდიდან (მწვრთნელი გიორგი ცისკარაული) ტურნირზე მონაწილეობდა გუნდის კაპიტანი ნიკა ჩიტიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში და ფინალში ხორვატიელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს.

17 წლის ნიკა ჩიტიშვილის, ეს უკვე მეოთხედ აფრიალებული დროშაა საზღვარგარეთ, პირველად მან 2012 წელს სამხრეთის ქვეყნების თასზე ასახელა სამშობლო, შემდეგ 2018 წლის გაზაფხულზე მოსკოვში საერთაშორისო ტურნირზე "უშუს ვარსკვლავი" ხოლო 2018 წლის შემოდგომაზე სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევრაზიის თასის გათამაშებაზე.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდათ, გამარჯვება მიულოცა და შემდეგში წარმატებები უსურვა.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ცისკარაული
გიორგი ცისკარაული
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0