x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უნდა ვისაუბროთ თუ არა სუიციდზე?
Actress Evelyn McHale,  after jumping off the Empire State Building,  NYC,  1947. The most beautiful su

ბოლო დროს მედიის მიერ გაშუქებულ მასალებში ხშირად გაიგონებთ ფრაზას „ საქმე აღიძრა 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“. სუიციდის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ბოლო წლებამდე ითვლებოდა ეკონომიკური პრობლემები:შემოსავლის არ ქონა, არსებობის საშუალებათა მინიმუალური რაოდენობა და წვდომის არ არსებობა სიცოცხლისთვის საჭირო მომსახურებებზე.სულ ცოტა ხნის წინ, ამ სიას შეუერთდა პირადი მოტივებით ჩადენილი თვითმკვლელობები, მათ შორის ყველაზე რეზონანსულად შეგვიძლია ჩავთვალოთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მუქარით მცირეწლოვანის მიერ ჩადენილი სუიციდი. ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი დაკავებულია.თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, რომელიც დღემდე გაუხსნელად რჩება, სამწუხაროდ. არსებობს მოსაზრება, რომ სუიციდს გადამდები ხასიათი აქვს და მასზე საუბრისას ყველამ, მათ შორის მედია საშუალებებმა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ . ამ ყველაფერს „მედიაჩეკერი „არაერთგზის გამოხმაურებია, მაგრამ რეკომენდაციების გათვალისწინება იშვიათად ხდება.

და მაინც, უნდა ვისაუბროთ თუ არა სუიციდზე? რა უარყოფოთი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ თემის ხმამაღალმა განხილვამ?

ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში სუიციდი ცოდვად არ ითვლება. მაგალითად, იაპონიაში არსებობს თვითმკლელთა ტყეები .ამ ტყეებს ის ადამიანები სტუმრობენ, რომელთაც სუიციდი აქვთ განზრახული(აოკიგარას ტყე იაპონიაში).მსგავსი ტყეების შესასვლელებში მრავლად ნახავთ მანქანებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომელიც პატრონის სიკვდილის შემდეგ უპატრონოდ რჩება. იქ, იაპონიაში ადამიანის სიკვდილი-არჩევანია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში არა სასოწარკვეთილება, არამედ ჩამოყალიბებული, გააზრებული ქმედებაა და ხშირად მოსდევს სირცხვილის თავიდან არიდების მცდელობებს.თუმცა, თვითმკვლელთა რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია.


image

საქართველოში თვითმკვლელობა ცოდვაცაა, დანაშაულიც და სახიფათო ხასიათი აქვს ქვეყნისთვის, რომელიც დემოგრაფიული საფრთხეების წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა - შემაშფოთებელია. სოციალური ქსელის ნიუს ფიდის გაცნობისას შეიძლება კვირაში ორჯერ მაინც მოგხვდეს თვალში ცნობა, რომ ადამიანმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. სუიციდი ძალიან საფრთხილო თემაა. მას შეიძლება გადამდები ხასიათი ჰქონდეს-იმპულური, გაუაზრებელი და ბაძვითი.ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების დაცვას, რომელიც სუციდის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს .

მაგრამ ყველაზე მთავარი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, თვითმკვლელთა ასაკი საკმაოდ კლებულობს. 90-იანებში არსებობდა სუიციდის ტენდენციები და საფრთხეები, მაგრამ დღესდღეობით იგივე საფრთხის წინაშე მომავალი თაობა დადგა.რა არის ეს? მასობირივი აპათია?ათეიზმი?უპერსპექტივობის განცდა?

სუიციდის საშინელება პირველად მაშინ გავიაზრე, როდესაც „თსუ“-ში სწავლისას ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა: ნასვამ მდგომარეობაში ავიდა სასწავლებლის შენობის სახურავზე და იქიდან გადმოხტა. ვერავინ იგებდა, რა დაემართა.ზოგი ეკონომიკურ პრობლემებს აბრალებდა, ზოგი - უპასუხო სიყვარულს.რამოდენიმე წლის შემდეგ მას მისმა უახლოესმა მეგობარმაც მიბაძა.

როდესაც “Linkin Park “ სოლისტმა ჩესტერ ბენინქტონმა 2017 წლის 20 ივლისს თავი მოიკლა, მთელი მსოფლიო აღშფოთდა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცნობილი, წარმატებული ადამიანი, ბედნიერი ოჯახით, ყოველგვარი ფინანსური პრობლემების გარეშე შეიძლება სჩადიოდეს ამას. როგორც აღმოჩნდა, მას ფარულად დეპრესია აწუხებდა და უხმოდ ითხოვდა შველას( ეს მოგვიანებით მისი სხეულის ენის და სხვადასხვა ინტერვიუების გაანალიზების საფუძველზე დაადგინეს), მაგრამ რეალურად კარგად მორგებული ღიმილისა და კეთილგანწყობის მიღმა სუიციდური აზრების წაკითხვა ფაქტიურად შეუძლებელი იყო.

დეპრესია, რომელმაც შეიძლება სუიციდამდე მიგიყვანოს, ძალიან საშიში საფრთხეა. ხშირ შემთხვევაში ადამიანი გრძნობს აპათიას, მუდმივ გადაღლას, იდრიკება ძილისკენ, ყველაფერი აღიზიანებს ან პირიქით-ინტერესს კარგავს ყველაფრის მიმართ, ხშირად აქვს პანიკა და შფოთვები. ჩვენი საზოგადოება მიეჩვიე ამ სიმპტოპმების უგულებელყოფას და ის ჩვეულებრივ ყოველდღიურობასთანაც კი ადაპტირდა, მაგრამ ეს ნორმა არ არის. როგორც არ უნდა გაექცე სიმპტომებს, ის დაგეწევა და შეიძლება, დროთა განმავლობაში, გაცილებით ძლიერად დაგარტყას. საქმეს ის აუარესებს, რომ საქართველოში დღემდე სტიგმაა ფსიქოლოგთან ვიზიტი : პრობლემის გამოსწორების დროული მცდელობები შესაძლოა საახლობლო წრეში გაუაზრებელი ქილიკის საფუძველი გახდეს, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ამ ყველაფერს ყოველთვის ხვალისთვის ავადებს. მაშინ როცა, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დიდ ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომლებში არსებობს გადაღლის და გადატვირთვის რისკი, დაქირავებული ჰყავთ სპეციალისტები, რომელთა მთავარი მოვალეობაა სწორი კომუნიკაცია, დეპრესიის პირველივე ნიშნებზე რეაგირება. ცუდი ისაა, რომ საქართველოში დროულად ვერც მშობელი ვერ რეაგირების შვილის პრობლემებზე, რადგან 90-იანი წლებიდან მოყოლებული ნერვიული ფონი და დაძაბულობა სავსებით ჩვეულებრივ ამბად იქცა.შესაბამისად, რიგით ადამიანს, რომელიც შრომაშია ჩართული, არ აქვს იმის უნარი და საშუალება შეამჩნიოს, გაარჩიოს და დროულად იმოქმედოს შვილის გადასარჩენად, რადგან რაც მისთვის ნორმაა-აღიქმება, რომ ბავშვისთვისაც არ იქნება დამღუპველი. ხშირად ამ ყველაფრის გამართლება ასაკობრივი კრიზისებით ხდება : 10 წლამდე ბავშვის შფოთვას- პატარა ბავშვის ახირებებს ეძახიან, გარდატეხის ასაკიდან- ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს აბრალებენ (რაც ნაწილობრივ მართალია, მაგრამ უფრო საფრთხილოც ამ ასაკის ადამიანებში იმპულსურობის და ფეთქებადობის მაღალი დონის გათვალისწინებით). უფრო მოგვიანებით- უბრალოდ ბრაზდებიან, როდესაც ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და არ უნდა კომუნიკაცია გარშემო მყოფებთან.ისინი ამას ისევ ახირებულობას აბრალებენ და არას დიდებით არ აღიარებენ, რომ შესაძლოა დამნაშავე არასწორი აღზრდა ან არასრული რეაგირება იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის რომ სიმპტომების შემჩნევა რთულია (ხშირ შემთხვევაში, ზრდასრულ ადამიანზე და არა ბავშვზეა საუბარი) ამას არაერთგზის აღიარებენ : „გუშინ ვნახე, არაფერი შემიტყვია-იცინოდა. სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ახლაც არ მჯერა.. „ მრავლად წააწყდებით ასეთ ფრაზებს, თუ იმ ინტერვიუებს გადახედავთ, სადაც სუიციდზეა საუბარი. მისი შემჩნევა რთულია, მაგრამ კითხვა მდგომარეობს სხვა რამეში: უნდა ვაშუქებდეთ თუ არა სუიციდს? უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა ამ თემაზე ხმამაღლა?უნდა ხდებოდეს თუ არა მისი პრევენციის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარება?

სუიციდი ზოგიერთი ადამიანის მიერ მანიპულაციის საგნად გაიაზრება, რადგან ხშირ შემთხვევაში სასურველის ვერ მიღების შემდეგ ისინი ხშირად იყენებენ ფრაზას: „იცოდე, თავს მოვიკლავ“. მრავალჯერ გამეორებული მუქარის შემდეგ, როცა ადრესატი გაიაზრებს, რომ რეალურად საფრთხე არ არსებობს და მისით მანიპულირებენ, მან შესაძლოა მოადუნოს ყურადღება და დაიწყოს მსგავსი ადამიანის დაიგნორება, რამაც კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

პირველ რიგში, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი სახის გადახრა ნორმიდან არ გადაიჭრება ახლობლის და მეგობრის დონეზე და ის სპეციალისტის მხრიდან რეაგირებას მოითხოვს.ვინაიდან, თუ რამე დღეს საშიში ხასიათის არ ატარებს, ეს არ ნიშნავს, რომ არსებობს გარანტიები მისი უვნებლობის შესახებ - სამომავლოდ.

მეორე რიგში, აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა იგივენაირი პრობლემაა, როგორც გულის ან ღვიძლის დაავადება- განსხვავება იმაშია, რომ ერთი - ნივთიერად საგრძნობია და ტრაგედიად აღიქმება, მეორე-არ ჩანს და მის შესახებ მხოლოდ ვარაუდს და ჩურჩულს მივეჩვიეთ.

მესამე-აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სხეულის და სულის სიმშვიდის მთავარი მარეგულირებელი ორგანო არის ტვინი, გონება, რომელიც განკარგავს ყველაფერ დანარჩენს და პრობლემა, რომელიც მასში ჩნდება არ უნდა გადავაქციოთ მასშტაბურ პრობლემად.ამის პრევენცია დროული მოქმედებით შესაძლებელია.მაგალითად : თუ დიდი ხნის განმავლობაში თავს უმიზეზოდ გრძნობთ ცუდად, გიჩნდებათ ზიზღი გარემოს მიმართ, ცდილობთ მუდმივად გაიმართლოთ თავი სხვათა დადანაშაულებით ან პირიქით, გრძნობთ, რომ მსხვერპლი ხართ, დიდი ხნის მანძილზე გაწუხებთ უძილობა ან უმადობა - დროულად იმოქმედეთ. ეს საგანგაშო მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ძალიან ჰგავს დეპრესიის დასაწყისს.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ყურადღებით შევხედოთ და დავაკვრიდეთ ადამიანებს, რომლებიც გადამეტებულად ცდილობენ გვაჩვენონ, რომ კარგად არიან, არ ავლენენ სტანდარტულ ემოციებს და ცოტა უცნაურად იქცევიან. ხშირ შემთხვევაში, სუიციდური აზრის მატარებლებს საერთოდ არ ეტყობათ, რომ ისინი ამაზე ფიქრობენ.უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათთვის არსებობს ორი სამყარო : ერთი, სადაც ისინი სტანდარტული სახით არსებობენ, ისე როგორც მათ თქვენ იცნობთ და მეორე, სადაც ის რჩება საკუთარ თავთან მარტო, ყველა შესაძლო პრობლემის წინაშე .გამოსავლის ძიებისას თავს იტვირთავს ნეგატიური აზრებით.სანამ ისინი ლავირებას ახერხებენ ერთიდან - მეორეში, თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ, მაგრამ როდესაც რესურსი გათავდება და ამდენს ვეღარ მოახერხებენ- კატასტროფული შედეგი შეიძლება დადგეს. თუ კი ეჭვი გაქვთ, შეეცადეთ, ხშირად ესაუბროთ, გაახსენოთ, რომ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა. ესაუბრეთ მომავლის გეგმებზე, დაეხმარეთ საკუთარი თავის რეალიზაციაში.აგრძნობინეთ, რომ საჭირო და საყვარელია. სუიციდური აზრების მატარებლებს მხოლოდ ამ მიდგომით დავეხმარებით, რადგან სუიციდს მართლაც აქვს გადამდები ხასიათი, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში გაურკვევლობაში ჩავარდნილი ადამიანი, რომლესაც ეჩვენება, რომ გამოსავალი არ არსებობს, ხშირად ფიქრობს, რომ „ამაზე უარესი ვეღარაფერი იქნება“, მაგრამ თუ იგივე პრობლემას გარედან შეხედავთ, მიხვდებით, რომ გამოსავალიც არსებობს და არც ისე რთულადაა ყველაფერი. მთელი სირთულე ისაა, რომ ასეთი ადამიანები კონცენტრირებიან მხოლოდ ერთი, კონკრეტული სიტუაციის გარშემო. შინაგანი დაძაბულობა საშუალებას არ აძლევთ დაინახონ სრული სურათი, გამოსავალი. ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია დროულად იყოს გვერდით მეგობარი, მეუღლე, შეყვარებული- ნებისმიერი ახლობელი ადამიანი, რომელიც სწორად გაიაზრებს, როგორ უნდა დაეხმაროს პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპზე კი, ვერსად გავექცევით სპეციალისტთან ვიზიტის საჭიროებას.













0
24
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0