x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 წყვილი, რომელსაც ერთმანეთისკენ კოსმიური ვნება მიიზიდავს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით, რომ კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მარტოოდენ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა ამ მხრივ. ამიტომ ნურც ქვემოდ მოყვანილ სტატიას მიიღებთ კანონად. ეს მარტოოდენ ზოგადი ვარაუდებია. თქვენ კი უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები იმის შესახებ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ეწყობიან ერთმანეთს საუკეთესოდ სექსში:


ვერძი – მორიელი

ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.


კურო – სასწორი

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება. გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშანებს განეკუთვნებიან. რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი თავის მხრივ მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო.


ლომი – ტყუპი

ტყუპი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული და მოქნილი ხალხის ზოდიაქოა. ტყუპი მუდმივად ცვალებადია, როგორც შინაგანად, ისე ვიზუალურად. ამიტომ ლომი ადვილად იხიბლება მისი ბავშვურობით და კრეატიული ჭკუით. ამასთან, ლომის თავმოყვარეობას ერთი ორად ამაღლებს, ტყუპის მხრიდან აღფრთოვანებული კომპლიმენტების ზღვა, რომელსაც ეს უკანასკნელი პარტნიორის მიმართ უხვად არიგებს. გარდა ამისა, ბუნებით ექსპერიმენტატორი ტყუპი იმასაც კარგად შესძლებს, რომ ლომს სიამოვნება სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტითა და სიურპრიზითაც მიანიჭოს. რასაც იგი გულუხვი საჩუქრებით, ზრუნვითა და დიდი სითბოთი უპასუხებს.


იხილეთ ყველა წყვილი > > >



0
2997
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2997
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0