x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სანახაობა უფრო პოპულარული და მარტივად გასაყიდია ვიდრე ხარისხი
ანრი გუჩმანიძე

ჩვენი რესპოდენტი 22 წლის ახალგაზრდა მომღერალი ანრი გუჩმანიძეა, ამჟამად აჭარაში ცხოვრობს, მას პროექტ იქს ფაქტორიდან ყველა კარგად იცნობს

• რატომ გადაწყვიტე საზოგადოებას ფართოდ გაცნობოდი?

ძალიან არ მიყვარს ერთფეროვნება, ერთი და იგივე გარემოშიც დიდხანს ვერ ვძლებ. ხშირად ყოფილა ეს მიზეზი სამსახურიდან წამოსვლის და სხვა სამსახურის ძებნის.. რადიკალისტი ვარ და მომწონს როცა ავურევ რაღაცეებს. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი, ჩემმა მეგობრებმაც დიდი როლი ითამაშეს. როცა ბევრი ადამიანი კარგ სიტყვებს გეუბნება, თავდაჯერებულობა გემატება და ძლიერდები.. მეც ავდექი და სრული სვლით წავედი წინ.


• რა მოგცა პროექტმა “X ფაქტორი“

ძალიან ბევრი კარგი რამ მომცა X-ფაქტორმა. პირველ რიგში გავიზარდე. დიდ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე შევეჩვიე მღერას. როცა შიშს და დაბნეულობას იშორებ მერე ეს ყველაფერი უაზროდ, უზომოდ დიდ სიამოვნებად იქცევა. სიტყვებით ალბათ ვერასდროს აღვწერ იმ ადრენალინს რასაც იქ სიმღერის დროს ვგრძნობდი. სცენა ერთი სიტყვით ნარკოტიკია. მაგრამ პირველ რიგში ის მომცა, რო მართლა ძალიან გავიზარდე.. ვგიჟდები იმ მომენტზე როცა რაღაცას ვსწავლობ, მთელი ცხოვრება ვსწავლობ და სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპირებ შეწყვეტას. ვხედავ როგორ ვვითარდები და ბედნიერი ვარ.. X-ფაქტორი იყო ტრამპლინი, რომელზეც, უფლის წყალობით და დახმარებით, წარმატებით გადავახტი.

ანრი ჯოხაძე და ანრი გუჩმანიძე

• როგორ ფიქრობ, მუსიკალურ პროექტებში ჟიური კონკურსანტს სამართლიანად აფასებს?

ჩვენს პატარა ქვეყანაში საბედნიეროდ ძალიან ბევრი ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანი გვყავს. ალბათ რთულია როცა ხარ მენტორი და რა თქმა უნდა შენს კონკურსანტს უფრო უკეთ წარმოაჩენ, მაგრამ მე არ მახსენდება ჩემი შეფასებისას უსამართლობა. პირიქით მცირე დეტალებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს იქ და ეს დეტალები მეხმარებოდა მორიგ პირდაპი ეთერში უკეთ გამოსვლაში.

• საზღვარგარეთ მუსიკალურ პროექტებში რატომ არ მონაწილეობ?

ვაპირებ მონაწილეობას, მაგრამ ჯერ არა. ამ კითხვას არ განვავრცობ, სიურპრიზად დავტოვებ ხალხისთვის.

• რაზე გიოცნებია?

რეალისტი ვარ სრული გაგებით. არ ვოცნებობ, მიზნად ვისახავ. ბავშვობაში ვოცნებობდი შემძლებოდა ამინდის კონტროლი. სითბო და მზე მიყვარს ძალიან და ყოველთვის მინდოდა ღრუბლების გაფანტვა შემძლებოდა.. ეს ფრაზა ჩემს სიმღერაშიც კი მაქვს გამოყენებული. სიმართლე რო გითხრათ მიუწვდომელი ამ ქვეყნად არაფერია. ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მთავარი მონდომებაა.. როცა შენს სურვილს ოცნებას უწოდებ, ვფიქრობ ეგ უკვე შენს სისუსტეზე მეტყველებს.

• როგორი უნდა იყოს შენი რჩეული გოგო

სიმართლე გითხრათ ამის კრიტერიუმებად გამოყოფა არ შემიძლია. თუ მეყვარება რა მნიშვნელობა ექნება როგორი იქნება. როგორიც იქნება ისეთი მეყვარება. ჰოროსკოპით ვარ ლომი, მიყვარს როცა ზრუნავენ ჩემზე და ცდილობენ ჩემზე ძლიერები იყვნენ, ეს მე უფრო მაძლიერებს. სხვა ვერაფერს ვიტყვი სამწუხაროდ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ანრი გუჩმანიძე

• როგორ შეაფასებ ქართველ მსმენელს?

ქართველი მსმენელი ძალიან ბევრ ნაწილად იყოფა. არმინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ბირთვი რასაც უსმენს მე პირადად ვერ ვუსმენ. სხვათა შორის ეს ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის საკუთარი სიმღერების გასაჯაროვებაში. მაგრამ დროის მატებასთან ერთად რადიკალურად იცვლება ყველაფერი.

• გოგოებს რა იზიდავს შენში

არვიცი, მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა მიჭირს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ ალბათ. აი მაგალითად უთქვიათ რო მამაკაცური ვარ, ლამაზი ღიმილი მაქვს, ისიც უთქვიათ რო ძალიან დიდი ვარ ზოგს მხრები მოსწონს ჩემი, ზოგს (6 ჯერ გატეხილი) ცხვირი, სხვადასხვა ფერის თვალები, მაგრამ ვფიქრობ ჩემი ყველაზე დიდი პლუსი იუმორია. ჯანმრთელი, ჯანსაღი და ადეკვატური იუმორი.

• როგორ ფიქრობ სანახაობა უფრო პოპულარულია თუ ხარისხიანი მუსიკა? რატომ?

ჩემთვის პირადად ხარისხიანი მუსიკა, მაგრამ კომერციულად სანახაობა უფრო პოპულარული და მარტივად გასაყიდია ვიდრე ხარისხიანი მუსიკა. ყურიც და თვალიც, ორივე, გრძნობის ორგანოა. გააჩნია, ადამიანი რომელს ანიჭებს უპირატესობას.

ანრი გუჩმანიძე

. ფონოგრამაზე სიმღერას ეთანხმები? ასეთ შემთხვევაში ხომ მსმენელი ტყუვდება?

არანაირად არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციები სადაც ვალდებული ხარ პლუს ფონოგრამაზე იმღერო. როცა ვალდებული ხარ ამ შემთხვევაში ვამართლებ მხოლოდ. ყოველშემთხვევაში მსმენელის მოტყუებას მაინც ვერ დავარქმევდი.

. საქართველოში მომღერალი დაფასებულია?

რა თქმა უნდა. მე პირადად ხალხისგან უამრავ სიყვარულს ვიღებ. სიცოცხლის წუთები მემატება და მაბედნიერებს ეს ძალიან. როცა გლოცავენ, თბილად გხვდებიან, რაღაცეებს გჩუქნიან და ცდილობენ გაგაღიმონ და გაგახარონ ეს ყველაზე დიდი დაფასებაა. ბიზნესს რაც შეეხება ეს ისეთი პროფესიაა, რომლითაც ვერ აშენდები. მაგრამ აშენებამდე სიყვარულია, რაც კაცობრიობას გადაგვარჩენს. ჩემთვის არააქვს მნიშვნელობა ადამიანი მღერის, მუშაა, კონსულტანტი, თუ მათხოვარი, მე ყველა ქართულად მოსაუბრე ადამიანი მიყვარს. ჩვენ რო ერთმანეთის გატანა ვიცოდეთ სამყაროში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ვიქნებოდით. მწყინს ხანდახან რო ვხედავ ცუდ და საწყენ, ნეგატიურ კომენტარებს სხვებზე. თუ რაღაც არ მოგწონს არ მესმის რატო უნდა აბულინგო და დასცინო. კრიტიკოსიც კი არ იქცევა ეგრე. ჯანსაღ შენიშვნას დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი გაითვალისწინებს, მაგრამ იმის გამო რომ რაღაც ელემენტარული შეეშალა ადამიანს ეს გააზიარო და შეურაცხყოფა მიაყენო, ეს არასწორია. გვიყვარდეს ერთმანეთი. არ დავცინოთ ერთმანეთს. შეიძლება სასაცილო იყოს 22 წლის ბიჭისგან მსგავსი მოწოდებები, მაგრამ მართლა ძალიან მაწუხებს ეს.

რას გეგმავ?

არ მიყვარს დაგეგმვა, ვცხოვრიბ იმპროვიზაციით. როცა რა მინდა იმას ვაკეთებ. ვცდილობ მაქსიმალურად ადეკვატური ვიყო ყველა საკითხში. ჩემი სამომავლო, ერთადერთი რასაც შეიძლება გეგმა ვუწოდო, ცხოველთა თავშესაფრის აშენებაა. ფილანთროპი ვარ და ვგიჟდები ცხოველებზე.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

1
75
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
75
  
2019, 21 მაისი, 14:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1