x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვისაც ეს გინდათ ჩემგან, ჩათვალეთ, რომ არც გცნობივართ"- ნახეთ,რას წერს ნიკა გვარამია
image


ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.


როგორც გვარამია წერს, ძალიან ცდებიან, თუ ვინმეს გონია რომ ოდესმე რეპუტაციულ ხარაკირს გაიკეთებს პირდაპირ ეთერში, ან სადმე სხვაგან და ჟურნალისტიკას მიყოფს ხელს.


მისივე თქმით, ვისაც ეს უნდა მისგან, ჩათვალოს რომ არც სცნობია და არც დომებია.



"მეგობრებო, დიდი პატივისცემის, სიყვარულის და გულშემატკივრობის მიუხედავად, ძალიან ცდებით, ვისაც გგონიათ, რომ ოდესმე რეპუტაციულ ხარაკირს გავიკეთებ პირდაპირ ეთერში ან სადმე სხვაგან და “ფფფ... ფფფ... ვერ გავიგე რა მითხარით” ჟურნალისტიკას მივყოფ ხელს. ვისაც ეს გინდათ ჩემგან, ჩათვალეთ, რომ არც გცნობივართ და არც გდომივართ. და მარტო ჩემ რეპუტაციაში კი არაა საქმე, მგონია რომ ასე ვემსახურები ჩემს საქმეს, სიმართლეს და სამშობლოს. და სხვას არც არაფერს ვემსახურები, რომ იცოდეთ.

ასეა ეს და კამათს აზრი არ აქვს. ჩემი მსოფლმხედველობრივი ფაქტია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება"- წერს გვარამია.



0
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0