x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453223
ქალაქების გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და ეკოლოგიურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიები

image


ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიური გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ მსჯელობა. ურბანულმა ექსპანსიამ ქალაქებში თანდათან შთანთქა გამწვანებული ტერიტორიების ოდენობა, რომელიც ევროსაბჭოს ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 9მ2 უნდა იყოს, ყოველშემთხვევაში რეკომენდაცია ასეთია. ქალაქის ტიპის დასახლებებში ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ტერიტორიების არსებობა, ვინაიდან იგი მოსახლეობას ჯანსაღ გარემოს, კომფორტსა და ესთეტიკას უქმნის. ქალაქში მაცხოვრებელ ადამიანს სჭირდება სარეკრეაციო ზონა, სადაც შეძლებს დაისვენოს, განერიდოს ხმაურს და ისუნთქოს სუფთა ჰაერი. სხვადასხვა ქვვეყანა ეკოლოგიურ გამოწვევებს სხვადასხვაგვარად ებრძვის, ზოგიერთ ქვეყანაში გამწვანებისთვის საჭირო არეალი ისაზღვრება ზოგადი განვითარების გეგმით, ქალაქის გამწვანება ბტიტანეთსა და საფრანგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, ხოლო ბულგერეთსა და იტალიაში ეს საკითხი ცენტრალური მთავრობის დადგენილებით განისაზღვება. მაგალითად თურქეთში მოქმედებს მშენებლობის შესახებ კანონი, რომლის მთავარი მიზანიც ეკოლოგიურ გამოწვევებთან ბრძოლაა.


ცალ-ცალკე არც ერთი ქალაქი არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას კლმიმატის ცვლილებაზე თუნდაც რეგიონში, თუმცა ერთად აღებული ბევრი ქალაქი ეკოლოგიისათვის უკვე პრობლემაა. ავტომობილების გამონაბოლქვი, სამშენებლო საწარმოების გამონაბოლქვი, გამათბობლებისა და სხვა საშუალებების მიერ გამოყოფილი დამაბინძურებელი ნივთიერებები საერთო ჯამში აისახება მსოფლიოს კლიმატის ცვლილებაზე. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად საბედნიეროს დიდმა ქალაქებმაც დაიწყეს ეკოლოგიურ გამოწვევბთან ბრძოლის სტრატეგიებზე ფიქრი. ამისათვის ქმნიან ეკოლოგიური ტრანსპორტისთვის, ველოსიპედისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. საქართველოში არ არსებობს საბაჟო გადასახადი ელექტრო ავტომობილის იმპორტისას. მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამოჩნდა ტრამვაი და ელექტრო ავტობუსები. განვითარებული ქალაქები, ცდილობენ ამ კუთხით მუშაობას და ეკოლოგიური პრობლემების გამოსწორებას.


სტეფან ვილერი (associate professor of landscape architecture and environmental design at the University of California) აღნიშნავს, რომ ქალაქების მიერ გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე გავლენის მოხდენა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, კერძოდ ჰოლისტურ და ინტერდისციპლინარულ მიდგომებს, ანუ საჭიროა ერთად იმუშაონ ბიოლოგებმა, ე.წ. transit planner-ებმა, აგრონომებმა, ეკონომისტებმა და სხვა დისციპლინების წარმომადგენლებმა. ამ ყველაფრის საჭიროება კი გამომდინარეობს იქიდან, რომ თავად კლიმატის ცვლილებაა კომპექსური პრობლემა. სხვადასხვა ბიოლოგის თქმით, დღევანდელ ქალაქებში გაუჭირდებოდათ ცხოვრება და შესაძლოა ვერც ეცხოვრათ და ეარსებათ 200-300 წლის წინ მცხოვრებ ადამიანს. იმდენად შეიცვალა ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემადგენლობები, რომ ისინი ვერ შეეგუებოდნენ ახლანდელ ეკოლოგიურ მდომარეობას. თუმცა ევოლუციის გამო, თაობა ნელ-ნელა ეგუება არსებულ რეალობას და დღეს დაბადებული ბავშვი უფრო მეტად აიტანს არსებულ ეკოლოგიას, ვიდრე მისი მშობელი იტანს. ამის საპირისპიროდ ბიოლოგები ამბობენ იმასაც, რომ ადაპტაციის უნარი არ ნიშნავს აუცილებლად გამომუშავებულ იმუნიტეტს. ყოველდღიურად ჰაერი დაახლოებით 150 სახის სხვადასხვა ნივთიერებით ბინძურდება, აღნიშნული ფაქტი იწვევს ადამიანის სასუნთქი და სხვა ორგანოების დაავადებებს.


მსოფლიოს ქალაქები, დაბის ტიპის დასახლებები და ე.წ. Suburbs-ები დიდ როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილების დაგეგმვაში. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები გარემოს დაბინძურებაზე. ამისათვის საჭიროა მათ კარბონ-ნეიტრალური ცხოვრების ჩვეულებები გამოიმუშაონ. მათ უარი უნდა თქვან პლასტიკურ პარკებზე და აირჩიონ „გარემოfriendly” შემადგენლობის პარკები. ნარჩენებით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ეკოლოგიური გამოწვევებიდან. ამაზე უკვე მუშაობენ ქალაქის მერიები და მმართველი ორგანოები, კერძოდ ახდენენ მეორადი ნარჩენების ე.წ. სორტირებას, რის შემდეგაც შესაძლებელია ნარჩენების ხელახლა გამოყენება და პროდუქციის წარმოება. ქალაქები ნელ-ნელა გადადიან განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, კერძოდ ქარის ენერგია, მზის ენერგია, ბიოგაზისა და სითბური უჯრედების ენერგიის გამოყენებაზე.


საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, მოსახლეობა კლიმატის ცვლილების გამო, დიდ დისკომფორტსაც განიცდის. ცხელი ზაფხული, რომელსაც ხელს უწყობს ქალქის ტიპის დასახლებები. შენობები იწვევს ტემპერატურის 5 დან 10 ფარენჰეიტამდე გაზრდას, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ტემპერატურაა ასაკოვანი მოსახლეობისათვის. საჭიროა განვითარებული ქვეყნების სტრატეგია, რომელიც ეკოლოგიურ გამოწვევებთან ბრძოლისკენაა მიმართული, განვითარებადი ქვეყნების ქალაქებმაც გადაიღონ. საჭიროა საერთო მიზნისთვის ბრძოლა და თუ საერთო მიზანი არსებობს, ამას ცალკეული ქალაქები ვერ მიაღწევენ თუ არ იქნება სხვათა, საერთო მზაობაც.


გიგა შუბითიძე, შპაიერი, გერმანია, 2019 წ.

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა შუბითიძე
გიგა შუბითიძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0