x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რჩება თუ არა მარად ახალგაზრდა პირველი გენმოდიფიცირებული ადამიანი დედამიწის ზურგზე?
image


2015 წელს ვწერდით, რომ პირველად კაცობრიობის ისტორიაში განხორციელდა განსაცვიფრებელი სამეცნიერო ექსპერიმენტი - ამერიკელი ელიზაბეტ პერიში გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც შეგნებულად შეიცვალა გენები, რომ მუდმივად ახალგაზრდა დარჩეს.


მას შემდეგ 3 წელზე მეტი გავიდა, როგორ მიდის ექსპერიმენტის შედეგები?


ჯერ გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს ექსპერიმენტი, რომელსაც კომპანია BioViva USA Inc. აწარმოებს.




ჩვენს ორგანიზმში ათასობით გენია, ექსპერიმენტისთვის კი ორი გენი იქნა გამოყენებული:პირველია ინჰიბიტორ მიოსტატინი - მას თერაპიაში გამოიყენებენ და მედიკოსებს კარგად აქვთ შესწავლილი. ის არის ცილა, რომელიც თრგუნავს კუნთებს. ამით მუხრუჭდება(ინჰიბირდება) მიოსტატინის გამომუშავება და წინ აღუდგება კუნთების დისტროფიას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.




გენური თერაპიის მეორე ნაწილი გახლავთ ტელომერაზა, რომლებიც განლაგებულნი არიან ქრომოსომების ბოლოებზე, ეს ფერმენტი პასუხიმგებელია ტელომერის სიგრძის აღდგენაზე, ანუ ქრომოსომების ბოლოებზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი დნმ-ის მთლიანობას და სტაბილურობას.(დროთა განმავლობაში, როდესაც ტელომერი მოკლდება, უჯრედი ნაკლებად დაცული ხდება, ამის შემდეგ ვითარდება სხვადასხვა ასაკობრივი დაავადებები, მათ შორის კიბო და სხვა სახიფათო დაავადებები.)

image

2015 წელი, ექსპერიმენტის დასაწყისი:ტელომერების სიგრძე 6710 იყო, ანუ 45 წლის ელიზაბეტ პერიშის ტელომერები შეესაბამებოდა 60 წლის ხანში შესული ადამიანის უჯრედებს.



2016 წლის მარტი:გენური მატერიალის შეშვების შემდეგ ტელომერების სიგრძე 7330 გახდა, ანუ ელიზაბეტის უჯრედები გაახალგაზრდავდა პრაქტიკულად 20 წლით.



2018 წელი:ტელომერების სიგრძე 8120-მდე გაიზარდა, ამასთანავე, მორიგი კვლევისას დადგინდა, რომ მას გაეზარდა კუნთოვანი მასა და შეუმცირდა შიდა კუნთოვანი ცხიმი. მთლიანად სამწლიანი თერაპიის შემდეგ მაჩვენებლები კარგ დონეზეა. ელიზაბეტის უჯრედები კიდევ 10 წლით გაახალგაზრდავდა.



თუმცა ღია რჩება საკითხი, თუ როგორ შეიცვლება ქალის ორგანიზმი მომავალში, ტელომერების სიგრძეში მომატება მარტო ლიმფოციტებს ეხება თუ სხვა უჯრედებსაც.

image

თვითონ ელიზაბეტს სჯერა გენური თერაპიის ეფექტურობის, მას მიაჩნია, რომ თუნდაც ექსპერიმეტის მსხვერპლი გახდეს მოულოდნელი გვერდითი მოვლენების გამო, მაინც არ ინანებს, რადგან ეს არის სერიოზული გარღვევა მედიცინის ისტორიაში, რომელიც მომავალში ადამიანებს დიდხანს სიცოცხლის საშუალებას მისცემს.

1
363
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
2019, 20 მაისი, 7:51
მისაბაძი და საუკეთესო ქალია ელიზაბეტი ასეთებს მიყავთ კაცობრიობა წინ,
0 1 1