x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უფროსი ქართველ ემიგრანტ გოგოს შვილებთან საუბარს უკრძალავდა
სოფო იაშვილი

პატარა ბავშვები დატოვა რათა მათთვის მომავალი შეექმნა, ძალიან გაუჭირდა შვილებთან განშორება, დიდი შვილი აეროპორტში არ გაყვა რადგან უჭირდა დედასთან განშორება ჩვენი რესპოდენტი საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი სოფო იაშვილია

  • საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობდი?
  • მოგესალმებით, მადლობა იმისათვის რომ სურვილი გამოთქვით ჩემი ინტერვიუ ჩაგეწერათ, რამაც ძალიან გამახარა. დავიბადე და გავიზარდე ულამაზეს, თვალ წარმტაც კუთხეში იმერეთში, სოფელ ზედა ვანში, სკოლის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე უნივერსიტეტში და საცხოვრებლად ქუთაისში გადავედი.
  • როდის დატოვე ქვეყანა?
  • ჩემი სამშობლო 2016 წლის მაისში დავტოვე.
  • რატომ წახვედი?
  • როგორც ყველა ისე მეც, ვმუშაობდი მაგრამ საკამრისი არ იყო ის შემოსავალი რომ ოჯახი მერჩინა. შვილები გაიზარდნენ, მეტი ჭირდებოდათ, ამიტომ ვიკისრე ყველა მოვალეობა ოჯახის, შვილები დავტოვე და წავედი, მათივე კეთილდეობისათვის.
  • პრობლემა რომელიც საქართველოდან წასვლისას შეგექმნა?
  • წლებია დედა ემიგრანტი მყავს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი საზღვარგარეთ წასვლის ყველა წინააღმდეგი იყო ერთ კვირაში მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი, დედა და კარგი მეგობრები დამხვდა აქ უცხო მიწაზე, მეგობარი რომელმაც დასავით მიმიღო, ცდილობდა ყველა დარდი გაექავრებინა, გვერდით დამიდგა და ერთად ვეჭიდებოდით ყველა დაბრკოლებას, არ ვიცოდი ბერძნული ენა, არ ვიყავი მიჩვეული რთულ ცხოვრებას, ეს ყველაფერი კი ერთად დამატყდა თავზე, ჩემი თავი მოვამზადე იმისთვის რომ აქ უცხო ოჯახში უნდა მემუშავა, არ ყოფილა ჩემი ცხოვრება ისეთი რთული როგორც სხვა ემიგრანტებს აქვთ, კარგ ოჯხაში მოვხვდი და დღემდე აქ ვმუშაობ უკვე სამი წელი, რათქმაუნდა მანამდის ორი სამსახურის გამოცვლა მომიწია, იმის გამო რომ ვერ შევძელი იქ გაჩერება, არ შემიძლია ვიყო იქ სადაც თავს დაცულად და მშვიდად ვერ ვგრძნობ. პირველ სამსახურში მოხუცი, რთული და თავისებური ხასიათის ქალბატონი იყო არ მაძლევდა საშუალებას შვილებთან მესაუბრა.
სოფო იაშვილი

  • როდის დაიწყე წერა?
  • ცხოვრებაში ხდება რაღაც მომენტი რომ ის რაც გულში გაქვს გარეთ დაგროვილი გამოიტანო, ბავშობაში კარგად ვწერდი მხატვრულ თავისუფალ თემებს, მქონდა ჩემი დღიური სადაც ჩანახატებს ვაკეთებდი, დამიწერია ლექსიც, შემდეგ ბავშვები გაიზარდნენ, რათქმაუნდა მაშვინაც ვწერდი, ვაკეთებდი პატარა ჩანახატებს, მაგრამ მხოლოდ ჩემს გვერდზე ვდებდი. ამ ყველაფერს ყურადრებას არ ვაქცევდი, შემდეგ დადგა მომენტი რომ გული და სული ვერ იტევდა ჩემს უსაზღვრო ემოციებს, განცდებსა და ტკივილებს. დედა სულ პატარა ბავშვივით მტუქსავდა, შენ შეგიძლია წერო და წერე, მეც მივედი იმ გადაწყვეტილებაზე რომ წერა დამეწყო და გამომეტანა საჯარო სივრცისთვის. ახლა ორი წელია ვწერ.
  • რომელ მოთხრობას მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება თქვენი შემოქმედებიდან?
  • პირველი ნოველა ემიგრანტებზე დავწერე, როგორც კი დავწერე მაშინვე ყოველგვარი შესწორების გარეშე, შეცდომებით დავდე, რამდენიემ წუთში ასობით კომენტარი და ლაიქი ჰქონდა, ალბათ ეს იმან განაპირობა რომ ძლაინ მტკინვეულ თემას ეხებოდა, შემდეგ დავწერე "გოგონა აფხაზეთიდან" რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა, ძალიან ბევრს ეგონა რომ იყო ჩემი ცხოვრება და გამოთქვეს სურვილი ჩემი დახამრების. "ემიგრანტის შვილები" რომელიც ითარგმნა ბერძნულად და წაიკითხეს ერთ-ერთ ბერძნულ სკოლაში, რამაც დიდი გამოხმაურება მოიტანა, სამადლობელი წერილი დამიწერა ამავე სკოლის მეექვსე კლასის დამრიგებელმა.
  • შენი საავტორო წიგნების კრებული გაქვს გამოცემული?
  • საკუთარი წიგნი ჯერ არ მაქვს, რამდენიმე ნოველა დაიბეჭდა ორ წიგნში, მე ჯერ არ ვთვლი თავს, რომ ვარ მზად მქონდეს ჩემი წიგნი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი თავის მე ვარ, ჯერ კიდევ მჭიდება ბევრი მუშაობა რომ მქონდეს ჩემი წიგნის კრებული, მაგრამ მჯერა რომ დადგება დრო ესეც იქნება, რაც ძალიან დიდი ბედნიერებას და სიხარულს მომანიჭებს.
  • როდის დაბრუნდები საქართველოში?
ეს კითხვა ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის, რომ შემეძლოს დღესვე დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი, ყოველი საუბრის ბოლოს ჩემი შვილები მებნებიან დედა დაბრუნდი, მაგრმა ისინი კიდევ ვერ ათვიცნობიერებენ რამდენი ჭირდებათ, რომ ვერ შევძლებ იქ იმ ყველაფერს რასაც აქედან ვუკეთებ მათ, ჩემს თავს პირობა მივეცი რომ სამ წელიწადში უნდა დავბრუნდე, დანარჩენს იქ ჩასული გადავწყვეტ რა იქნება შემდეგში.


სოფო იაშვილი

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

მინდა შემოქმედების მხრივ, გამოვცე წიგნები, ვწერ რომანს" გოგონა აფხაზეთიდან" ვფიქრობ ძალიან კარგი გამოვა და მკითხველს მოეწონება. ჩემს ფიქრებში დახატული მაქვს ის გეგმა რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებ, მინდა სახლი სადაც ვიცხოვრებ ბედნიერად, სურვილი მაქვს ჩემს შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა, იყვნენ დამოუკიდებლები, დაკარგულ წლებს ვერ დავიბრუნებ მაგრსმ არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ემიგრანტი ვიყო, ამისთვის ვზრდი შვილებს რომ შემდეგ მათმა იზრუნონ ჩემზე. მჯერა რომ ასეც იქნება.

ავტორი:გურამი არუთინაშვილი

0
453
2-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0