x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წონის დასაკლებად საუკეთესო პერიოდი დგება - რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს სავსემთვარეობა, რომელიც დღეს 01:11 საათზეა
image



დღეს სავსემთვარეობაა, რასთან დაკავშირებითაც ასტროლოგი ხათუნა ნოელი საკუთარ რეკომენდაციებს გვთავაზობს. მაშ ასე, როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის უახლოესი პერიოდი და რა უნდა გაითვალისწინონ მათ?


"19 მაისს, მორიელისა და კურის ღერძზე სავსემთვარეობა გვექნება. სავსემთვარეობის ფაზა 00:11-ზე დაიწყება და 03:59-მდე გასტანს. პიკი უწევს ღამის 01:11 საათზე.


კუროც და მორიელიც ფინანსურ საკითხებს განაგებენ და ამიტომ ახლა ყველაზე მეტად გამოკვეთილი მატერიალური საკითხები იქნება, კერძოდ კი ჩვენი და ჩვენი პარტნიორების საერთო ფინანსები, ბიზნესში ჩადებული ინვესტიციები. შესაძლოა მოსაგვარებელი გახდეს ალიმენტების თემა, ან მემკვიდრეობის საკითხები, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
ძირითადი ის თემები, რომლებსაც საფუძველი გასული თვის, ანუ ვერძის სავსემთვარეობისას ჩაეყარა. ეს კი შარშან ოქტომბის ბოლოს იყო.



ამ სავსემთვარეობის დროს მთვარე ღრიანკალის 28-ე გრადუსს გადის, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: "მეზღვაური, რომელიც მართავს ხომალდს, შეშფოთებული გასცქერის შორეთს". ის მიუთითებს გამბედავ ადამიანზე, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად ხიფათს არ უფრთხის. ის თავად არის საკუთარი ბედის მესაჭე.


აიღეთ ინიციატივები თქვენს თავზე, ნუ შეუშინდებით მომავალს, იყავით გაბედულნი და გაგიმართლებთ!


ისევე როგორც სხვა მოვლენები, არც სავსემთვარეობაა ხოლმე ყველასთვის ერთნაირად საგრძნობი. მისი ზეგავლენა უფრო მზით მორიელებისთვის და კუროებისთვის იქნება გამოხატული, აგრეთვე მათთვისაც, ვისაც პირადი პლანეტები კუროს ან მორიელის 28°-ის სიახლოვეს ჰყავთ განლაგებული. რადგან სწორედ ამ გრადუსზე ხდება ახალმთვარეობა. გაცილებით ნაკლები ინტენსივობით, თუმცა მაინც შესამჩნევი იქნება სავსემთვარეობის ზეგავლენა მერწყულებისა და ლომებისთვისაც.


არ დაგვავიწყდეს, გახდომის მოსურნეებს შევახსენოთ, რომ წონის დასაკლებად და დიეტაზე დასაჯდომად საკმაოდ ხელსაყრელი ორკვირიანი პერიოდი დგება და გამოიყენონ.




image




დანარჩენი რეკომენდაციები უცვლელია - რაღა თქმაუნდა, არასასურველია ქირურგიული ოპერაციები. გარდა ამისა, ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, დაიცავით შინაგანი ბალანსი, მოერიდეთ კონფლიქტებს, მეტი დაისვენეთ, თუკი ამის შესაძლებლობას თქვენი დღის რეჟიმი იძლევა. არარეკომენდებულია ახალი წამოწყებების განხორციელება, მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მოგზაურობა...


სავსემთვარეობის ზეგავლენა გამოკვეთილი იქნება დღეს, ხვალ და ზეგ".



0
650
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0